სტატისტიკა
გალერეა VIDEOდაძაბული და საინტერესო
გამოდგა სუპერლიგის პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა. მოქმედმა ჩემპიონმა „დინამომ“
ბოლო პერიოდში გატეხა „ბათუმი“ და ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო – 68:62.
„დინამოს“ წინა
სეზონიდან არც ერთი ლეგიონერი არ შემოჩა, თუმცა რამდენიმე ძლიერი ქართველი კალათბურთელის
დამატებით ამბიცია შეინარჩუნეს. ბათუმელებს კი ახალგაზრდებისა და ლეგიონერთა ნაზავი
გუნდი ჰყავთ. 2 ახალი უცხოელი მოთამაშე ზღვისპირულ გუნდს ამ სეზონში დიდად დაეხმარება
– კრისტოფერ ფელჩერმა და ნიკოლას კელოგმა თბილისელებს ბევრი პრობლემა შეუქმნეს.
მატჩისბედი ბოლო
მეოთხედში გადაწყდა, მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. პირველი მეოთხედი სტუმართა
მინიმალური უპირატესობით – 15:14 დასრულდა, მეორე და მესამე პერიოდების შემდეგ კი ანგარიში
თანაბარი იყო – 31:31 და 46:46. ბოლო წუთებზე ბესო ლეჟავას, გიორგი გამყრელიძის და
ილია ლონდარიძის აქტიურობით დინამოელებმა გაქცევა მოაწყვეს და მეტოქეთათვის მიუწვდომელნი
გახდნენ.
„დინამოში“ ორმაგი დუბლით (15 ქულა, 18 მოხსნა) საუკეთესო ილია ლონდარიძე იყო, 14 ქულით ჰქონდა გამყრელიძეს, ლეჟავამ 13 მიითვალა, ხოლო რიჩარდ მათიაშვილმა
შეხვედრა 12 ქულით დაასრულა. ბათუმელთაგან ლეგიონერები გამოირჩნენ – ფლეტჩერმა 15 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა, ხოლო
კელოგმა 14 ქულა და 6 პასი.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): მივესალმები
,,ბათუმის’’ გუნდს, მათ მწვრთნელს და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში. რაც შეეხება
თამაშს, ეს არის, რაც განვლილი დღეებიდან გამომდინარე შევძელით. მოთამაშეები ფიზიკური,
ტაქტიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნიდან ჯერ კიდევ შორს არიან. დღევანდელი გამარჯვება
იყო ბიჭების პროფესიონალიზმის შედეგი, მიუხედავად მოსამზადებელი დროის სიმცირისა, მოახერხეს
საკმაოდ ძლიერი გუნდის დამარცხება. ვფიქრობ, მომავალში უფრო გუნდურ და კარგ თამაშს
ვაჩვენებთ.
მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
ვულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას. არ მინდა თავის გამართლებაში ჩამეთვალოს, თუმცა უნდა
აღვნიშნო, რომ დღევანდელ თამაშს პრობლემებით შევხვდით. ერთი ამერიკელი ლეგიონერი დილით
ჩამოფრინდა, ელიაძე და ელიაშვილი ტრავმირებულები არიან. არც ერთი ამხანაგური თამაში
არ ჩაგვიტარებია, ვარჯიშებზეც კი არ გვითამაშია 5-5-ზე და ეს დღეს კარგად გამოჩნდა.
,,დინამომ’’ გამოცდილებით გვაჯობა, ჩვენგან განსხვავებით, მათ მემორიალზეც იასპარეზეს.
მაგრამ მიხარია, რომ ახალგაზრდებმა თავი გამოიჩინეს, მათ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს,
თავად კი კიდევ უფრო მეტი უნდა იშრომონ.
დავით აფხაზავა(,,ბათუმი’’): გუნდში ტრავმიანობა
გვაქვს, ერთი ლეგიონერი დღეს ჩამოვიდა და საერთოდ არ უვარჯიშია ჩვენთან, 5-5ზე, ფაქტობრივად,
არ გვითამაშია. თუმცა, შევეცდებით ნელნელა შევთამაშდეთ და მივაღწიოთ სასურველ მიზნებს.