დინამომ რუსთავი ბოლოს გატეხა

დინამომ რუსთავი ბოლოს გატეხა

თბილისის სპორტის
სასახლეში დასრულდა სუპერლიგის მე-6 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ,,დინამო”
და ,,რუსთავი” დაუპირისპირდნენ. დაძაბულად წარიმართა მატჩის პირველი ნახევარი, რომელიც
გუნდების გარდამავალი უპირატესობით დაიწყო.

მეორე მეოთხედის დასრულებამდე 1:48 წუთით
ადრე დინამო 2-ქულიან უპირატესობას  ფლობდა,
საბოლოოდ კი ტაიმი 6-ქულიანი მოგებით დაასრულა -48:42. მესამე პერიოდიც  ქულა-ქულაში წავიდა და ბოლო, გადამწყვეტ მეოთხედამდე მოგებულთა ვინაობა გაურკვეველი
დარჩა.

დასკვნითი პერიოდის
მე-5  წუთზე დინამო  7ქულით გაიჭრა 
წინ – 78:71.  ამის შემდეგ კი უპირატესობა
ხელიდან აღარ გაუშვია: მეოთხედის დასრულებამდე 3:26 წუთით ადრე  88:76 დააფიქსირა თავის სასარგებლოდ, ხოლო მეოთხედის
მიწურულს თამაშის დასრულებამდე 32 წამით ადრე სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა -97:83. ამ მომენტისთვის  თამაშის ბედი საბოლოოდ გადაწყდა – ,,დინამომ” ,,რუსთავი”
მაინც გატეხა და მეტოქე სოლიდური სხვაობით,ა ნაგარიშით 101:84 დაამარცხა.

გამარჯვებულებს
21 ქულით გიორგი მარხვაშვილმა ულიდერა, ხოლო 18 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი
დუბლი დინამოს ამერიკელმა ლეგიონერმა ქიენ კარტერმა მიითვალა. ,,რუსთავის” მხრიდან  საუკეთესო იყო ლევან ხმელიძე,
რომელმაც ქვემოქართლელებს 21  ქულა შესძინა.

 შეგახსენებთ, რომ  სუპერლიგის მე-6 ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს
თსუ -,,სოხუმი” დაუპირისპირდებიან, რომელიც 18 საათზე დაიწყება.