დინამომ სერია გაათანაბრა და ჩემპიონს 26 მაისის მატჩი გამოავლენს

დინამომ სერია გაათანაბრა და ჩემპიონს 26 მაისის მატჩი გამოავლენს

 სტატისტიკა  
 გალერეა „დინამო თბილისმა“ ფინალური სერიის მეოთხე მატჩი მობილიზებულად
ჩაატარა და „ქუთაისის“ ძლევით საერთო ანგარიში გაათანაბრა – 2:2. ეს ნიშნავს რომ ჩემპიონი
მომდევნო მატჩში გამოვლინდება. 26 მაისს, ქუთაისში სუპერლინალური მატჩი გაიმართება,
რომლის გამარჯვებულიც სუპერლიგის ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ირაკლი ხოშტარიას
გაწვრთნილმა დინამოელებმა მცირე ჩავარდნის გარდა, მთლიანობაში დამაჯერებლად ითამაშეს.
ეს ჩავარდნა მეორე პერიოდის დასკვნით ნაწილს დაიმთხვა, როცა თბილისელებმა მანამდე მოპოვებული
სოლიდური ლიდერობა გაანიავეს და დიდ შესვენებაზე 2-ქულიანი დეფიციტით გავიდნენ –
32:34.

„დინამოს“ დიდმა შესვენებამ კარგად მოუსწრო, რაც 7ამ
გუნდის სამწვრთნელო შტაბმა კარგად გამოიყენა და მოედანზე დაბრუნებული მასპინძლები სულ
სხვაგვარად ათამაშდნენ. ქებული დაცვის ხარჯზე მასპინძლებმა ქუთაისელთა შედეგიანი შეტევები
აღკვეთეს, ხოლო გრიგოლ შვანგირაძის, მაკსიმ კოვაჩევიჩისა და მიხეილ ბერიშვილის სამქულიანებით,
რასაც გიორგი შარაბიძის ქებული ფარქვეშა გარჯა ერთვოდა, „დინამომ“ ლიდერობა 10 ქულამდე
გაზარდა და თამაშის ბოლომდე მეტოქე ახლოს აღარ მიუშვია.

მეოთხე პერიოდში დინამოელებმა გააზრებული თამაშით იოლად
მოახერხეს ლიდერობის შენარჩუნება და საბოლოოდ 14-ქულიანი გამარჯვება მოიპოვეს. გუნდურუდ
მოთამაშე დინამოელთაგან ყველაზე მეტი – 15 ქულა კოვაჩევიჩმა მიითვალა. 14 ქულა დააგროვა
ბერიშვილმა, ხოლო მატჩის ერთადერთი ორმაგი ბუბლი – 13 ქულა და 10 მოხსნა გიორგი შარაბიძემ
გაიფორმა. „ქუთაისში“ 18 ქულით ზაურ ფაშაევი გამოირჩა.

ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი 26 მაისს,
18:30 საათზე გაიმართება. 

მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): გუშინ აღვნიშნე, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შანსი, რაც გვაქვს, ყოველმხრივ. დღევანდელ თამაშს რაც შეეხება რთულია რამის თქმა, მოცემულობა იგივეა რაც გვქონდა, მე უბრალოდ მოვითხოვ რომ დავუშვათ ნაკლები შეცდომები ქუთაისის წინააღმდეგ. წავედით ქუთაისში. ახალგაზრდა მოთამაშეებს დღეს მეტი დრო დავუთმეთ მოედანზე და ვფიქრობ ალბათ ეს ჩემი შეცდომა იყო წინა თამაშებში, რომ მანამდე არ გავაკეთე ეს. 
კოტე ტუღუში („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): ამ შემთხვევაში კომენტარისაგან თავს შევიკავებ. უკომენტაროდ დავტოვებ.