დინამომ სოხუმი მეორე ტაიმში გატეხა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

დინამომ სოხუმი მეორე ტაიმში გატეხა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სტატისტიკა
გალერეამე-3 ტური „სოხუმისა“ და დინამოს“ დაპირისპირებით გაგრძელდა.
მიუხედავად იმისა, რომ პირველ გუნდს მიმდინარე სუპერლიგაში ორივე მატჩი წაგებული ჰქონდა,
ხოლო „დინამოს“ – ორივე მოგებული,
პირველი ტაიმი დაძაბული და თანაბარი გამოდგა. მეორე ნახევარი რადიკალურად
განსხვავებული გამოდგა, რომელიც „დინამომ“ 65:30 მოიგო და საბოლოოდ დიდი სხვაობით
– 111:76 გაიმარჯვა.

პირველი პერიოდი სოხუმელებმა 23:21 მოიგეს. ნუგზარ ჭეიშვილის
გაწვრთნილმა „სოხუმმა“ პირველ პერიოდში 4 სამქულიანი ჩააგდო და წარმატებული თამაში
მეორე ათწუთეულშიც გააგრძელა. სანამ საკუთარ თამაშს იპოვიდა, „დინამოს“ მიხეილ ჭოჭუა
წინამძღოლობდა. მეორე მეოთხედი დინამოელებმა 25:23 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის თანაბარი
ანგარიში – 46:46 დაფიქსირდა.

გასახდელიდან მოედანზე დაბრუნებული „დინამო“ სულ სხვაგვარად
ათამაშდა. შედეგიანი კომბინაციები, სწრაფი გარღვევები, შორი ზუსტი სროლები – ყველაფერმა
ამან დინამოელებს მესამე პერიოდი 12 ქულით მოაგებინა, რის შემდეგაც სოხუმელები გატყდნენ
და საბოლოოდ 35 ქულით წააგეს.

ბოლო პერიოდში სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს ნუგზარ
ჭეიშვილი, რომელმაც  2 ტექნიკური მიიღო და დებულების
თანახმად საკუთარი გუნდის საჭეს ჩამოშორდა. ბოლო წუთები ფორმალობად იქცა. „დინამომ“
საქმე იოლად მიიყვანა გამარჯვებამდე და 3-დან 3 მოგებით სუპერლიგას ლიდერობს.

გამარჯვებულებს 27 ქულით ჭოჭუა ულიდერა. 16 ქულა მიითვალა
ნოდარ გოგოძემ, ხოლო დეონტა ვონის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა. „სოხუმში“ 18 ქულით
ფილიპ მილერი გამოირჩა, 11-11 ქულა კი სამმა მოთამაშემ – მერაბ ბოქოლიშვილმა, დავით
ბაქრაძემ და დუეინ ლათანმა მიითვალეს.

სუპერლიგის მე-3 ტური „მგზავრები“ – „ოლიმპის“ დაპირისპირებით
დასრულდება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ნუგზარ ჭეიშვილი
(„სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვებას.
„დინამო“ სერიოზული გუნდია, თუმცა ვფიქრობ არანაკლებია „სოხუმიც“. შეხვედრის პირველ
ნახევარში დალაგებული თამაში ვაჩვენეთ და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა,
თუმცა შემდეგ ტექნიკური ჯარიმის გამო გუნდის დატოვება მომიწია.  შესაბამისად თამაშიც აირია. ჩემთვის გაუგებარია რატომ დამატოვებინეს
თამაში მსაჯებმა,  სრულიად დაუმსახურებლად მომცეს
ორი ტექნიკური.  სამწუხარო და  დასანანი მარცხი განვიცადეთ, თუმცა შემდეგ მატჩებზე
მოვბილიზდებით. დროა ჩვენი თამაში ვითამაშოთ.

ირაკლი ხოშტარია
(„დინამოს მთავარი მწვრთნელი):  ვიცოდით „სოხუმი“ რა სახის  კალათბურთს თამაშობს. კარგად ვიცნობ ნუგზარ ჭეიშვილის
სტილსაც – მას უყვარს სწრაფი და აგრესიული კალათბურთი. აქედან  გამომდინარე ამისთვის მზად ვიყავით. მეორე ტაიმში
 აქცენტი დაცვაზე გავაკეთეთ და გავაუმჯობესეთ
თამაში. მიუხედავად გამარჯვებისა, წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუაშო გვაქვს, განსაკუთებით
კი დაცვაში.