დინამომ სოხუმს იოლად მოუგო

დინამომ სოხუმს იოლად მოუგო

 სტატისტიკა  გალერეასუპერლიგის ლიდერი „დინამოსა“ და პლეი ოფში გასასვლელად
მებრძოლი „სოხუმის“ მატჩი დაძაბულობისაგან დაცლილი გამოდგა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა
დინამოელებმა, რომლებსაც რეგულარულ ჩემპიონატში პირველობა განაღდებული აქვთ, ვიტალი
ჩერნის „სოხუმს“ იოლად სძლიეს.

მატჩი „დინამოს“ უპირატესობით დაიწყო და ისე დასრულდა,
სოხუმელებს წარმატების შანსი არც მისცემიათ. მე-5 წუთისთვის თბილისელები 15:4 იგებდნენ,
პირველი პერიოდის შემდეგ კი ანგარიში 29:13 გახლდათ. დიდი შესვენების შემდეგ არაფერი
შეცვლილა. „დინამო“ აგრძელებდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში წარმატებულ თამაშს. ამასთან,
სუპერლიგის ლიდერები შორიდანაც წარმატებით ისროდნენ და მესამე პერიოდში 40-ქულიან უპირატესობას
მიაღწიეს.

ბოლო პერიოდის წინ „დინამო“ 82:42 იგებდა და მატჩის
ბედიც გადაწყვეტილი იყო. ფორმალობად ქცეული მეოთხედიც დინამოელებმა მოიგეს – 13:10
და საბოლოოდ 43-ქულიანი მოგება გაიფორმეს. ამ წაგების შემდეგ სოხუმელებს ცხრილში „კაკტუსი“
გაუთანაბრდა, რითაც პლეი ოფში გასასვლელი ბოლო საგზურისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა.

„დინამოში“ 23 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა
მიხეილ ბერიშვილმა. 22 ქულა მოაგროვა ილია ლონდარიძემ, ნოდარ გოგოძის ანგარიშზე კი
13 ქულა დაგროვდა. „სოხუმში“ 13 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო ალექსანდრ ტიშჩენკო. 
მატჩისშემდგომი კომენტარები

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმის მწვრთნელი):

„დინამო“ არაა ჩვენი კონკურენტი, რომელთან ბრძოლასაც
თავი არ შევაკალით. მეორე პერიოდში ფეხი იტკინა გიორგი ჯგერენაიამ და მას დასვენების
საშუალება მივეცით და ძალები მომავალი მატჩებისთვის დავზოგეთ. ჩვენი კონკურენტები არიან
„კაკტუსი“, „ბათუმი“ , „ოლიმპი“, „მგზავრები“.  
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი):
ანგარიშიდან გამომდინარე დღეს არ გვქონია რთული თამაში. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ სოხუმს ძირითადი თამაშები წინ აქვს და დღეს ვერ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენი ჩვენი საქმე და მიზანი გვაქვს და მივყვებით ჩვენს გეგმას. ვცდილობთ, რომ პლეიოფებისთვის ფორმაში ვიყოთ, ეს არის და ეს.