სუპერლიგის მორიგი ტური გუშინ ქუთაისში დაიწყო და დღეს თბილისსა და რუსთავში გრძელდება. გათამაშების ლიდერმა იმერულმა კლუბმა ბოლო ადგილზ\ე მყოფ “სოხუმს” უმასპინძლა და 27 ქულის სხვაობით – 118:81 დაამარცხა.
მეორე მატჩი დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, რომლის პირველი ნახევარი დააბული გამოდგა. მეორე ნახევარში მოქმედმა ჩემპიონმა “დინამომ” სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და თამაში ისე ჩაამთავრა, “მგზავრებისთვის” წარმატების შანსი არ მიუცია.
საბოლოოდ “დინამომ” 85:67 მოიგო და ტიტულის დასაცავად ბრძოლას აგრძელებს. დინამოელებს 15 ქულით რეივენ ლიმ ულიდერა. 14 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა კაელ ტურპინმა, ხოლო ლაველ ბოიდისა და ალეკსანდერ მიტროვიჩის ანგარიშზე 12-12 ქულა დაგროვდა. “მგზავრებში” 23 ქულით საუკეთესო იყო ადრიან ბოუი, ხოლო ტეილორ სტეფორდმა და კახა ჯინჭარაძემ 11-11 ქულა მოაგროვეს.
დინამო – მგზავრები
სტატისტიკა: 85:67