“ენერჯი–ინვესტი”–”დინამო” 3 დღით გადაიწია

“ენერჯი–ინვესტი”–”დინამო” 3 დღით გადაიწია

სუპერლიგის მორიგი, მე–17 ტურის პირველი მატჩი რუსთავში, „ენერჯი–ინვესტსა“
და „დინამოს“ შორის 19 დეკემბერს უნდა გამართულიყო. გუნდების შეთანხმების
საფუძველზე ეს შეხვედრა მომავალ ორშაბათს, 22 მარტს ჩატარდება.

გუნდებმა მოილაპარაკეს და რაკი ორივე მხარეს ორშაბათს თამაში უფრო
აწყობდა, სუპერლიგის ხელმძღვანელობას ამის თაობაზე თხოვნით მიმართეს. გუნდების
თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა და გადაწყდა, რომ „ენერჯი–ინვესტისა“ და „დინამოს“
შეხვედრა 22 მარტს, 12 საათზე, რუსთავში გაიმართოს.