“ენერჯი–ინვესტმა” ბათუმში იძალა

“ენერჯი–ინვესტმა” ბათუმში იძალა

რუსთავის „ენერჯი–ინვესტმა“ ბათუმური ბარიერი წარმატებით დაძლია და
მიმდინარე ჩემპიონატში ისევ დაუმარცხებელია. ბათუმელთა დამრიგებელმა დავიტ უსტიაშვილმა ყოფილ
რუსთავულ გუნდს ბოლომდე ებრძოლა, მაგრამ საბოლოოდ საწადელს მაინც ვერ მიაღწია.

შეხვედრის საწყისი სამი მეოთხედი თანაბარი იყო – უპირატესობას ვერც
ერთი გუნდი ვერ აღწევდა. გადამწყვეტ მეოთხედში კი ეროვნული ნაკრების წევრმა, „ენერჯი–ინვესტის“
ლიდერმა კოტე ტუღუშმა იყოჩაღა, მას ზვიად ბაბიაშვილი, მიხელ ჭოჭუა და ნაკრების
კიდევ ერთი წევრი ანატოლი ბოისაც დაეხმარნენ და რუსთაველებმა საფინალო სირენამდე 3
წუთით ადრე ათქულიან უპირატესობას მიაღწიეს – 65:55.

ყველაფერიც აქ გადაწყდა. ბათუმელებმა ვეღარ მოახერხეს წინ გაჭრილი
სტუმრების წამოწევა და დამარცხდნენ. მასპინძელთაგან ორმაგი დუბლით (21 ქულა, 10
მოხსნა) გამოირჩა დავით იმნაძე, ხოლო გამარჯვებულებს კოტე ტუღუშმა ულიდერა 23
ქულით. თუმცა უნდა გამოვარჩიოთ რუსთაველთა კამერუნელი ლეგიონერ ჟოლივეტ ტუჯანი
ტალბას გარჯაც, რომელსაც 17 მოხსნა დაუგროვდა.

მატჩის სტატისტიკა: http://www.superleague.ge/results.php?gameid=185