ენერჯისა და შსს-ს შეხვედრის ლოგიკური ფინალი

ენერჯისა და შსს-ს შეხვედრის ლოგიკური ფინალი

სუპერლიგის მორიგი ტური დღეს რუსთავში დაიწყო. ,,ენერჯიმ” შსს-ს უმასპინძლა, თუმცა ,,ძალოვნებთან” ვერაფერი გააწყო და 68:90 დამარცხდა.

შსს-მ რუსთავს ყველა პერიოდში მოუგო და შეხვედრა
იოლი გამარჯვებით დაასრულა. მასპინძელთაგან ორმაგი დუბლით, 16 ქულითა და 10 მოხსნით
საუკეთესო სამუელ ლამუ გახლდათ, ხოლო  შსს-ს
მხრიდან  18 ქულით დავით ბარბაქაძე გამოირჩა.
დღეს კიდევ ერთი შეხვედრა ქუთაისში გაიმართება.  18 საათზე  ქუთათურები ,,დინამოს” უმასპინძლებენ.