თბილისი არენაზე დაგეგმილ მეორე მატჩში ერთმანეთს გაგრის ამრა და ტყიბულის ორბი შეხვდნენ. ეს გუნდები დაახლოებით ერთი გაქანების არიან და ეს მათმა ბოლო დაპირისპირებებმა აჩვენა. ეს გუნდები შეხვდნენ წინა სეზონის მეოთხედფინალში. მაშინ ამრა გაუ-ს სახელით გამოდიოდა და 5-მატჩიანი სერია მაშინდელი ამრას გამარჯვებით 3:2 დასრულდა. გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ 9 დღის წინაც, დუდუ დადიანის მემორიალზე და მაშინ ამრამ 80:71 გაიმარჯვა. ტრადიცია გაგრძელდა დღევანდელ შეხვედრაშიც: ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა გაგრის გუნდმა ტყიბულის ორბი ისე დაამარცხა – ამჯერად 78:73 (სტატისტიკა).
რეზიუმე ისაა, რომ ამ გუნდების მატჩები დაძაბულ, თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობს, მაგრამ გამარჯვებული ამრა გამოდის. უმეტეს შემთხვევაში ასეა. ორბს მუდამ მცირედი აკდლება წამატებამდე და ასე იყო ახლაც. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი ორბი უმეტესწილად მდევრის როლში იყო, მაგრამ შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა. მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ორბმა დაწინაურება მოახერხა (62:60), თუმცა ე ტყიბულელთა მაქსიმუმი აღმოჩნდა.
ლუკა მაზიაშვილის, დონტრე პირსის და კელონ ტეილორის ქულებით ამრამ ლიდერობა დაიბრუნა და მატჩის ბოლომდე ისე შეინარჩუნა, საფრთხე აღარ შეჰქმნია. გაგრის გუნდმა საბოლოოდ 5 ქულით გაიმარჯვა და ორბთან წარმატებული სერია გააგრძელა. გამარჯვებულებს 20 ქულით, 7 პასით და 5 მოხსნით ლუკა მაზიაშვილმა ულიდერა. 4 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა ემანუელ ანსამ მიითვაალა. 10-10 ქულა გიორგი მეცხოვრიშვილისა და კელონ ტეილორის ანგარიშზე დაგროვდა. ორბში 16 ქულით და 8 მოხსნით საუკეთესო იყო დონდრე რედიკი. 15 ქულით დაასრულა შეხვედრა გიორგი კობახიძემ.