გამგეობის მორიგი შეხვედრა ქუთაისში გაიმართება

გამგეობის მორიგი შეხვედრა ქუთაისში გაიმართება

 ხვალ, 16 ოქტომბერს, კალათბურთის გამგეობის წევრები დასავლეთ საქართველოს საკალათბურთო წრეებს ქუთაისში შეხვდებიან.
 საკალათბურთო საზოგადოებასთან შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, 15:00 საათზე გაიმართება.
კალათბურთის ფედერაცია მოუწოდებს დასავლეთ საქართველოს საკალათბურთო წრეებს, დაესწრონ აღნიშნულ შეხვედრას, სადაც საუბარი მოახლოებულ არჩევნებზე და  სხვადასხვა საჭირბოროტო თემებზე იქნება.
შეხვედრა მასმედიისთვის ღიაა. ჟურნალისტებს ვთხოვთ, მობრანდნენ ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში, 15:00 საათზე.
მისამართი, თამარ მეფის გამზირი, #59.