საქართველოს კალათბურთის ფედერაციის, სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების გადაწყვეტილებით ცნობილ სოციალურ ქსელ “Facebook”-ზე გაიხსნა სპეციალური გვერდი, სადაც ქართულ კალათბურთში მიმდინარე ამბები სრულად იქნება თავმოყრილი.
დღესდღეობით კალათბურთის ფედერაციას, სუპერლიგას და ასაკობრივ ლიგებს მთლიანობაში 5 ვებ-გვერდი აქვს, სადაც დაწვრილებით შუქდება როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და საკალათბურთო ჩემპიონატებში მიმდინარე, ასევე საზღვარგარეთ, ერონული ნაკრების წევრებთან დაკავშირებული ამბები. ამიერიდან ყველა ამ ვებ-გვერდზე გაბნეული სიახლეები თუ ნებისმიერი სახის ინფორმაცია თავს სწორედ “Facebook”-ის ამ გვედრზე მოიყრის, რომელსაც “Georgian Basketball” ჰქვია. საკალათბურთო ვებ-გვერდებს (superleague.ge,
gbf.ge, u-20.ge, u-18.ge, u-16.ge) საკმაოდ ბევრი სტუმარი ჰყავს და სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა “Facebook”-ის ეს გვერდი.
აღნიშნულ გვერდზე ინფორმაციების გარდა თავმოყრილი იქნება მდიდარი ფოტომასალა. „ფესიბუქზე“ “Georgian Basketball”-ს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები, სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების მოთამაშეები და რაღა თქმა უნდა, კალათბურთის გულშემატკივრები დაუმეგობრდებიან. შემოგვიერთდით,
გავერთიანდეთ ქართული კალათბურთის სიყვარულით და ხელი შევუწყოთ საქართველოში
სპორტის ამ ლამაზი სახეობის პოპულარიზაციასა და წინსვლას.