საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ოლიმპის“ გამთამაშებელს
გიორგი ცინცაძეს 31 მარტს სუპერლიგაში დებიუტი ჰქონდა.
სუპერლიგის მე-9 ტურის ცენტრალურ მატჩში ,,ოლიმპი“,
სადაც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი გამთამაშებელი გიორგი გამყრელიძე ირიცხება,
,,დინამოს“ დაუპირიsპირდა და მეტოქე იოლად 92:54 დაამარცხა. მატჩის შემდეგ გიორგი ცინცაძეს გავესაუბრეთ და ტრადიციულად არასპორტულ
თემებსაც შევეხეთ.
– სუპერლიგაში ასპარეზობის შემდეგ რა ემოცია გაქვს
?
– დღევანდელი დებიუტი ორმაგად სასიხარულოა ჩემთვის
– მოედანზე ტრავმის გამო დიდი ხანია არ გავსულვარ,
საქართველოში კი 9 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ვითამაშე. საქართველოში თამაშს არაფერი
ჯობს, მით უმეტეს თუ დონე მომატებულია და მატერიუალური მხარდაჭერაც არის. სუპერლიგის
დონითა და ორგანიზებით კმაყოფილი ვარ. დღეს იოლი თამაში გამოგვივიდა, მაგრამ სხვა მატჩები
გაცილებით დაძაბული და საინტერესო იქნება.
– მიუხედავად
იმისა, რომ საბოლოოდ გამოჯანმრთელდი, ალბათ ფსიქოლოგიურად გარკვეულ გავლენას მაინც ახდენდა ეს შენზე…
– დღეს 7-ის ნახევარზე გავიღვიძე და ნერვიულობისგან ვეღარც
დავიძინე. განსაკუთრებით ველოდი ამ დღეს და ძალიან დაძაბული ვიყავი. თავიდან მოედანზე
რომ გავედი ვფრთხილობდი, მაგრამ შემდეგ გავიხსენი და ფსიქოლოგიური ზეწოლაც მომეხსნა. ასეთი რთული ტრავმის გამო ძალიან რთულია მოედანზე
დაბრუნების შემდეგ რაიმე სასწაულები აკეთო. ამ ყველაფერს დრო და სათამაშო პრაქტიკა
სჭირდება.
– რას ფიქრობ
სუპერლიგაში მოასპარეზე ლეგიონერებზე?
– Mმოხარული ვარ
რომ ამდენი უცხოელი ჩამოდის საქართველოში და ჩვენი ქვეყნის მიმართ ასეთი ინტერესი აქვთ.
საქმე მხოლოდ ფულში ხომ არ არის. თანხის და მატერიალური პირობების გამო ყველგან არ
წახვალ. საქართველოში მოასპარეზე ლეგიონერებიდან ბევრი ძალიან ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა
და რაც მეტი მაღალი კლასის ლეგიონერი გვეყოლება
მით უკეთესი, მაგრამ ვფიქრობ ამან ქართველი კალათბურთელების გაზრდას ხელი არ უნდა შეუშალოს.
მიმაჩნია, რომ ქართველო მოთამაშეებიც უნდა
განვითარდნენ და არა მხოლოდ ქართული კლუბები. ეს, რა თქმა უნდა, ჩემს გუნდს არ ეხება, მაგრამ რამდენიმე გუნდში ქართველები
უფრო მეტ დროს სათადარიგო სკამზე ატარებენ
და თუ მოედანზე არიან მათზე ბევრი არაფერი წყდება. ჩემი პირადი აზრია, რომ მოედანზე ყოველთვის უნდა იდგეს ორი ქართველი და არა
ერთი. ქართველი კალათბურთელები თამაშში მაქსიმალურად
უნდა იყვნენ ჩართულები. ასე მათი ფასიც უფრო აიწევს და მათზე მოთხოვნაც უფრო დიდი იქნება.
– რას იტყვი
სუპერლიგაში მოასპარეზე კლუბებზე და რომელ გუნდს თვლი ოლიმპის უშუალო კონკურენტად?
– Mყველა
გუნდი კონკურენტია ჩვენთვის. სუპერლიგაში ბევრი კარგი გუნდი მონაწიელობს და რთული რაიმე
პროგნოზირების გაკეთება და იმის თქმა, რომ რომელიმე გუნდს დაამარცხებ. ამაზე თუნდაც
,,რუსთავი“ – ,,არმიის“ მატჩი მეტყველებს, სადაც ,,არმიამ“ 4 ქულით ძლივს მოუგო მეტოქეს.
მართალია, ,,არმია“ კარგი გუნდია და და ცხრილშიც პირველ ადგილს იკავებს, მაგრამ დაუმარცხებელი
გუნდი ნამდვილად არ არის.
– როგორია შენი სამომავლო გეგმები კალათბურთის
მხრივ, სეზონის დასრულების შემდეგ საქართველოში
დარჩები თუ კვლავ უცხოეთში გააგრძელებ კარიერას?
– წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სურვილი მაქვს
რომ უცხოეთში წავიდე და ისევ იქ გავაგრძელო კარიერა. გააჩნია შემოთავაზებასაც. დაველოდები
სეზონის დასრულებას და ამას შემდგომ გადავწყვეტ.
– როგორ შეაფასებ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი
ეტაპის ჯგუფს, სადაც საქართველო ბოსნიას, რუმინეთის, ჰოლანდიისა და ლატვიის ნაკრებებს
დაუპირისპირდება?
– პირველ ნომრად
ვართ განთესილები და ამის მიხედით დიდი შანსი გვაქვს ჯგუფიდან გავიდეთ, მაგრამ ეს იმას
არ ნიშნავს რომ უდავო ფავორიტები ვართ. იოლი გასეირნება არცერთ გუნდთან არ გვექნება
და ყველასთან მოგვიწევს ბრძოლა. ერთადერთი შეიძლება რუმინეთი ჩამოვწიოთ, რომელიც შედარებით სუსტი გუნდია,
თუმცა მასთანაც არ გვქნება იოლი მატჩი. ჩვენს
ძირითად კონკურენტებად ძირითადად ბოსნიასა და ლატვიას მივიჩნევ, მაგრამ თუ ყველანი
ჯანმრთელად ვიქნებით ყველაფერი კარგად იქნება.
– შენ გყავს შვილი
ნიკოლოზი, რომელსაც მარტში ერთი წელი შეუსრულდა…
გყავს მეუღლე… როგორ გრძნობ თავს მამის ამპლუაში და როგორი ხარ ოჯახში?
– შვილმა ბევრი სიხარული მომიტანა, მაგრამ არ შევუცვლივარ.
უბრალოდ უფრო დიდ პასუხუმგებლობას ვგრძნობ. ნიკოლოზი ჩემი ცხოვრებაა და ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს.
ბავშვს ხშირად ვეთამაშები, მაგრამ ნიკოლოზის ასაკიდან გამომდინარეაღმზრდელობითი სამუშაოებით
ჯერ დაკავებული არ ვარ. ოჯახში კი ისეთივე ვარ, როგორც გარეთ – ძალიან მხიარული.
– როგორია შენი
თბილისური ცხოვრება და ერთი ჩვეულებრივი დღე…
– ჩემი თბილისური დღეები ვარჯიშებითაა დატვირთული. ბევრი
მეგობარი მყავს, რომლებთანაც დიდ დროს ვატარებ. საერთოდ, მიყვარს აქტიური გართობა.
კლუბები, კომპიუტერული თამაშები, კარტი… შეიძლება ითქვას, რომ დღის განმავლობაში ჩემი ძირითადი
დრო ოჯახზე და მეგობრებზე ნაწილდება.
– როგორ წარმოგიდგენია
შენი ცხოვრება 10 წლის შემდეგ?
– ალბათ უკვე ჩამოყალიბებული მამაკაცი ვიქნები. იმედი
მაქვს მექნება ჩემი პატარა ბიზნესი. მსურს კალათბურთში მომავალშიც დავრჩე და თუ შესაძლებლობა
მექნება ამ სფეროში ისევ ვმოღვაწეობდე. ძალიან
მიყვარს კულინარია და კერძების მომზადება. მსურს სამომავლოდ ამ კუთხით გავგრძელო მუშაობა. უცხოეთში
ვაპირებ კულუნარიის შესწავლას და შემდგომში
ამ საქმიანობით დაკავებას.
– რა არის შენი
ჰობი და საყვარელი საქმიანობა… როგორ ატარებ თავისუფალ დროს?
– . ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთს იგივე წარმატებით ვთამაშობ,
როგორც კალათბურთს, მაგრამ ნამდვილად კარგი მოთამაშე ვარ. ,,ბარსას“ გადამკვდარი ,,ფანი“ ვარ, თამაშს არ ვტოვებ და მთელი ოჯახით ვგულშემატკივრობ.
– რა მანქანით
მოძრაობ და რომელია შენი საყვარელი ავტომობილის მარკა?
– ამჟამად ვმოძრაობ BMW-ს მესამე სერიით. რომელიც ჩემი
და ჩემი მეუღლის საერთო მანქანაა. ერთი მანქანა გვყავს, მაგრამ მეც ძალიან აქტიურად
ვიყენებ. ჩემი საყვარელი ავტომობილი კი ,,პორშე კაიანია“ .