გოგონათა 16-წლამდელთა ნაკრებმა ანდორას სძლია და ნახევარფინალში გავიდა

გოგონათა 16-წლამდელთა ნაკრებმა ანდორას სძლია და ნახევარფინალში გავიდა

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპი დაძლია. ქართველებმა ანდორაში მიმდინარე ტურნირის პირველი მატჩი გუშინ, გიბრალტართან მოიგეს, დღეს კი მასპინძელ ანდორასაც სძლიეს და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდეს.

16-წლამდელთა ნაკრებმა ორივე მეტოქე დიდი გართულების გარეშე დაამარცხა. გიბრალტარელებს ქართველებმა 61:46 მოუგეს, დღეს კი მასპინძელთა ნაკრებს 17 ქულით – 55:38 მოუგეს და სამგუნდიან ჯგუფში პირველობა გაინაღდეს.
საქართველოს ნაკრებში კვლავ 21 ქულა ჰქონდა ნატალია ოთხმეზურს. შედეგიანად ითამაშა მარი ჟარიშვილმა, რომელმაც 6 ქულა, 10 მოხსნა და 6 ჩაჭრა მოაგროვა. 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა გვანცა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი გაინაღდა და ხვალინდელ მატჩს, რომელშიც ქართველებისგან ძლეული ანდორა და გიბრალტარი ხვდებიან, აზრი დაუკარგა. საქართველოს 2 დღე დაისვენებს და დაელოდება ნახევარფინალის მეტოქეს, რომელიც უელსისა და მალტის საკვალიფიკაციო მატჩში გაირკვევა. საქართველოს მსგავასად მეორე ჯგუფში 2 გამარჯვება მოიპოვა და პირველ ადგილთან ერთად ნახევარფინალის საგზური გაინაღდა კოსოვოს ნაკრებმა.
ევროპის U16 ჩემპიონატი გოგონათა შორის. C დივიზიონი. ანდორასაქართველო 55:38 ანდორასრული სტატისტიკა: 55:38