გურჯაანის დელტამ გორში ივერიონი დაამარცხა

გურჯაანის დელტამ გორში ივერიონი დაამარცხა

სუპერლიგის მე-20 ტური დასრულდა. გუშინ, გორში დანიშნული მატჩი ტექნიკური მიზეზების გამო სადღეისოდ გადაიდო, რომელიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ივერიონმა, რომელსაც რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილის დაკავების შანსი ჰქონდა, საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში, გურჯაანის დელტასთან წააგო და პირველობის შანსი დაკარგა. 

გურჯაანელების მიზანიც მხოლოდ მოგება იყო, რადგან ერთი, რომ პლეი ოფში თამაში გაენაღდებინა და მეორეც, ცხრილში რაც შეიძლება, მაღლა ასულიყო. ცხრილში ისეთი სიმჭიდროვეა, რომ 1 მოგებას შესაძლოა გუნდი 2-3 საფეხურით დააწინაუროს. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, რომელიც დრამატული ფინალით დასრულდა. 

დაძაბულობა უფრო ბოლო წუთებზე ითქმის, მანამდე კი მასპინძლები დამაჯერებლად ლიდერობდნენ. გორელებმა პირველ ნახევარში მოპოვებული 12-ქულიანი ლიდერობა გაანიავეს, თუმცა ბოლო წუთებზე გამარჯვება მაინც მართებდათ. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ივერიონი 5 ქულით იგებდა, მაგრამ ჯორდან სვოპშირისა და გეგი ბაქრაძის შედეგიანობით დაწინაურდნენ. 

გორელებმა ნიკოლოზ დარბაიძის საჯარიმოთი გაათანაბრეს, შემდეგ საკუთარ ფარზე დანია კინგსბის აცილებული ბურთი მოხსნეს შესატევად 17 წამი დარჩათ. მასპინძლებს ტაქტიკური შეცდომა მოუვიდათ, რადგან დრო ვერ (ან არ) გათვალეს და ჯეი პალმა ნაადრევად შეუტია. პალის გარღვევა არაზუსტი განიდგა და გურჯაანელებს დარჩენილი 7 წამიდან ამ დროის ნახევარი დასჭირდათ გამარჯვების ბურთის ჩასაგდებად. აცილებული დანია კინგსბიმ მოხსნა, შორი პასით ჯორდან სვოპშირი გორელთა ფართან მარტო დატოვა და ამ უკანასკნელმა ეფექტური გდებით დელტა 94:92 დააწინაურა. 

ივერიონს თამაშის გადასარჩენად 3 წამზე ოდნავ მეტი დარჩა, რა დროშიც შეტევის ორგანიზება მოასწრო, მაგრამ რევაზ როგავას საშუალო მანძილიდან ნასროლი კალათში არ ჩაეშვა. შეხვედრა დელტას გამარჯვებით – 94:92 (სტატისტიკა) დასრულდა, ლომის წილი გეგი ბაქრაძემ და ჯორდან სვოპშირმა შეიტანეს. პირველმა 19 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, მეორემ კი 25 ქულა. გორელთა შორის 20 ქულითა და 18 მოხსნით საუკეთესო იყო ჯეი პალი.

სუპერლიგის ბოლოსწინა, 21-ე ტური ხვალ, 8 აპრილს დაიწყება. თბილისში 2, ხოლო ტყიბულში ერთი მატჩი გაიმართება. 

ფოტო: Deltagurjaani