ილიას ზუროსი: მადლობა ყველას, ჩვენ ერთიანი ძალებით ვაშენებთ მომავალს
საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გენერალურ მენეჯერთან ერთად დღეს „ქორთიარდ მერიოტში“ პრესკონფერენცია გამართა, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს ყველა იმ გულშემატკივარს, რომელიც ნაკრებს გვერდში ედგა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროსაკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში სტუმრად მონტენეგრო დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი და ევრობასკეტის აგზური დაიმსახურა.
პაატა ლობჟანიძე: ყველას გილოცავთ საქართველოს ნაკრების ამ დიდ წარმატებას. ჩვენმა გუნდმა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური, რაშიც მისი თითოეული წევრის დამსახურება უდიდესია. ამ 2 თვის მანძილზე ჩვენ გამოვიარეთ სიძნელეები, იყო კარგიც და იყო ცუდი დღეებიც, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით საბოლოო შედეგს მივაღწიეთ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ნაკრების ხელმძღვანელობას, რომლებმაც გუნდის წევრებს ყველა სათანადო პირობა შეუქმნა საიმისოდ, რომ ჩვენს ნაკრებს სასუველი შედეგისთვის მიეღწია. მოთამაშეებs განსაკუთრებული მადლობა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რათა საქართველოს ნაკრებს საკუთარი ამბიცია კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა. დიდი მადლობა სამწვრთნელო შტაბის სრულ შემადგენლობას, ახალ მთავარ მწვრთნელს და მის ასისტენტებს, რომლებიც კარგად შეერწყნენ გუნდს. მათ დიდი სამუშაო გასწიეს. უდიდესი საქმე გააკეთეს ექიმებმა, რომელთა დაუღალავი შრომის შედეგად გუნდის წევრები თავის ოპტიმალურ შესაძლებლობის მაქსიმუმს ავლენდნენ. მადლობა გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპის განმავლობაში გვერდში გვედგნენ. იმედი მაქვს, მომავალ ევროპის ჩემპიონატს საქართველოს ნაკრები სათანადოდ მომზადებული შეხვდება და ქართველ გულშემატკივარს კვლავ გაახარებს.
კოტე ტუღუში: მადლობას გადავუხდი ყველას გვერდით დგომისთვის. ყველაფერი კარგად დასრულდა, ნეგატიური და რთული დღეები ალბათ აღარ გვემახსოვრება, რადგან უკვე დროა წინ გავიხედოთ, დიდი და ახალი იმედებით. ევროპას კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ, რომ საქართველოში კალათბურთის თამაში ძალიან კარგად იციან და საკმაოდ მაღალ დონეზეც. მივემგზავრებით ზედიზედ მე-4 ევროპის ჩემპიონატზე და ერთ-ერთ ფავორიტადაც კი შეიძლება ჩავითვალოთ. ნებისმიერ გუნდს საკმაოდ დიდი პრობლემები ექნება ჩვენთან თამაშის დროს, თუ ყველანი იქნებიან ჯანმრთელები. ყველა აუცილებლად უნდა იყოს ჯანმრთელი. ძალიან კარგ გუნდებში გააფორმეს ახალი კონტრაქტები და ძალიან კარგი სეზონი ელით წინ. იმედი მაქვს, რომ შემდეგ ზაფხულში, როდესაც შეკრება დაიწყება, ისინი დაუბრუნდებიან ნაკრებს და სრული, ძლიერი შემადგენლობით კიდევ ერთხელ შევეცდებით ჩვენი გულშემატკივრების გახარებას. ძალიან ბევრს ვნერვიულობდი პირადად მე და ვისაც კალათბურთი ესმის კარგად გაიგებდა, რომ არ არის ადვილი, როდესაც ახალი მთავარი მწვრთნელი ინიშნება. მანამდე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვაყვდა იგორ კოკოშკოვი და შესაბამისად იყო აზრთა სხვადასხვაობები ამასთან დაკავშირებით. ახალი მწვრთნელის, ბატონი ილიას ზუროსის მოსვლისას მქონდა განცდა და მეგონა რომ ვერ მოვახერხებდით მოკლე დროში ყველაფერში საერთო ენა გამოგვენახა და უმაღლესი შედეგისთვის გვებრძოლა, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ ასე არ მოხდა და მხოლოდ დადებითის თქმა თუ შემიძლია ამჟამად მასზე. მან ადვილად გამონახა ყველასთან საერთო ენა და ის დადებითი თვისება, რაც პირველ მწვრთნელს ქონდა, ზუსტად იგივე აღმოაჩნდა ზუროსსაც. იგი ზუსტად მოერგო ჩვენს ხასიათს, ჩვენს მენტალიტეტს. ჩვენ მოთამაშეებსაც კარგად შეეწყო, რა საკვირველია და როგორც მოედანზე, ისე პირადადაც არანაირი პრობლემა არ ქონია. ამან ნამდვილად მოიტანა ის დადებითი შედეგი, რაც გვაქვს.
ირაკლი ხოშტარია: დიდი მადლობა ჟურნალისტებს თანადგომისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის: სრულიად მოთამაშეებისათვის და მწვრთნელთა შტაბისათვის განსაკუთრებით ეს თანაწყობა და ურთიერთგაგება, რაც ამ მოკლე ხნის განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა. პირადად ჩემთვის, პირველი მოსვლა იყო ნაკრებში და ნამდვილად სასიამოვნო იყო იმის განცდა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ერთი გუნდი, ერთი მთლიანობა. გვემუშავა ერთი მიზნის ირგვლივ. იმედი მაქვს, დიდი გეგმებს დავსახავთ იმ დიდი ტურნირისთვის, რასაც ევრობასკეტი ჰქვია და შევეცდებით საკვალიფიკაციოს მსგავსად, იქაც წარმატებით ვითამაშოთ.
ილიას ზუროსი: დიდი მადლობა ყველას აქ მობრძანებისათვის და ამ ხნის განმავლობაში ჩვენს გვერდით დგომისთვის. მე მსურს, მივულოცო ყველას ეს წარმატება, რასაც ერთად მივაღწიეთ, დიდი და თავდადებული შრომის შედეგად. მე დავიწყებ ფედერაციიდან ამ მადლობას, მათ პირველივე დღიდან გამომიცხადეს ნდობა და მეც მქონდა იმის ამბიცია, რაიმე კარგი გამეკეთებინა. ვამაყობ, რომ მათი გუნდის წევრი ვარ. ეს არამარტო შედეგზეა დამოკიდებული, ისინი ყოველთვის ცდილობენ ააშენონ კარგი გუნდი და მწვრთნელთა შტაბი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დამოკიდებულია არამარტო პრეზიდენტზე, არამედ ყველაზე, ვინსთან ერთადაც მთლიან გუნდს გვიწევს მუშაობა – ჩვენ ერთად მომავალს ვაშენებთ. ასე რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო – მე ძალიან ბენდიერი ვარ რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან მიწევს მუშაობა. ჩვენ ერთად ვცდილობთ რომ ავამუშავოთ გეგმის ის ყველა საფეხური, რომელზეც პირველივე დღიდან დავიწყე ფიქრი და საუბარი. მე დიდ მადლობას გადავუხდი ჩემს სამწვრთნელო შტაბს – განსაკუთრებით კოტე ტუღუშს და ირაკლი ხოშტარიას. ისინი მეხმარებოდნენ ბევრს და დღე და ღამე მუშაობდნენ, რომ კარგად შემესწავლა თითოეული ჩვენი მოთამაშის მენტალიტეტი. ასევე მადლობა გუნდის ყველა დანარჩენ წევრს – იმისათვის რომ ასეთ მოკლე დროში – 2 თვეში მოვახერხეთ და კარგად მოვემზადეთ ამ თამაშებისათვის. ამ 6 თამაშში ჩვენ უნდა გვეჩვენებინა საუკეთესო შედეგი, ეს კი ნამდვილად არ იყო ადვილი. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰგონია, რომ ეს არაფერია, მაგრამ ეს ძალიან რთულია, როდესაც ამ სიტუაციასთან პირისპირ აღმოჩნდები. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გუნდის ექიმებმა ფასდაუდებელი სამუშაო გასწიეს. ჩვენს მოთამაშეებს ამ ორი თვის განმავლობაში ბევრი ტრავმები ჰქონდათ. თემო, ზაქრო და ზურა ამაში ძალიან გვეხმარებოდნენ. მადლობა აგრეთვე პაატას, რომელიც გვერდით გვედგა. ხალხს შეიძლება უნდა კარგი შედეგი და არც კი იციან, თუ რამდენი ხალხი მუშობს და რამდენი შრომა უნდა ჩაიდოს, რომ ამ კარგ შედეგს მიაღწიო. ისინი თავდაუზოგავად შრომობენ 24/7-ზე. ვლადიმერ ბოისა და პაატა ლობჟანიძე ბევრს მუშაობდნენ იმაზე, რომ თავი ყველას კომფორტულად გვეგრძნო, გადაეწყვიტათ ყველა, პრობლემა რაც მუშაობის პროცესში და დროის განმავლობაში გვქონდა. ყველას დიდი მადლობა, ყველა ჩვენს მოთამაშეს, რადგან სწორედ მოთამაშეები არიან ისინი, ვინც ამ ბევრი მუშაობის შედეგს მოედანზე ასახავენ. ისინი მუშაობენ ბევრს და თამაშობენ შესანიშნავად, რომ შედეგი აჩვენონ. როდესაც აქ სამუშაოდ ჩამოვედი, ბევრს ვლაპარაკობდი დაცვის შესახებ, იმიტომ რომ მჯერა, რომ კარგი დაცვითი თამაშის წყალობით კარგი შედეგის დაფიქსირება შეიძლება. რა თქმა უნდა არ შეიძლება დავივიწყოთ ის ფასდაუდებელი სამუშაო, რომელიც იგორ კოკოშკოვმა გასწია ნაკრების ჩამოყალიბებაში. მან ასე ვთქვათ ცნობილი გახადა ქართული კალათბურთი ევროპისათვის. იმ შედეგებმა, რაც მან ევრობასკეტებზე აჩვენა, საქართველოზე, როგორც საკალათბურთო ქვეყანაზე ყველა აალაპარაკა. წელს. ჩვნ საერთო ჯამში კარგი შედეგი ვაჩვენეთ ისეთ ძლიერ ნაკრებთან როგორიც მონტენეგროს ყავს, გუნდთან, რომელსაც კარგი და გამოცდილი მწვრთნელი და ევროპაში ერთერთი საუკეთესო წინა ხაზი ჰყავს. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენ გვქონდა ჟინი მოგებისა, ჩვენმა მოთამაშეებმა ყველაფერი აჩვენეს, რაც შეეძლოთ კარგი შედეგის დასაფიქსირებლად. მე ძალიან ვამაყობ ჩვენი მოთამაშეებით. ეხლა ისღა დაგვრჩენია, რომ მუშობა გავაგრძელოთ, რადგან პირველი მიზანი წარმატებით შევასრულეთ, რაც დასახული გვქონდა – გავედით ევრობასკეტზე. ჩვენ ახლა მომავლზე უნდა ვიფიქროთ. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც ამ წარმატებაში პასიურად თუ აქტიურად, რამე ფორმით მიიღთო მონაწილეობა. დიდი მადლობა გულშემატკივარს. 2 მატჩის ბილეთები სრულიად ამოიყიდა და ეს დაუჯერებელია და ძალიან სასიამოვნო, როდესაც ამხელა მხარდაჭერას გრძნობ. ჩვენ ბედნიერები ვართ! ჩვენ აუცილებლად დავუბრუნებთ ყველა იმ დადებით ემოციას, რაც მათ ჩვენ ამ ხნის განმავლობაში მოგვცეს!