იცნობდეთ კაპიტან ბექა წივწივაძეს…

იცნობდეთ კაპიტან ბექა წივწივაძეს…

მიუხედავად მცირე ასაკისა, ბექა წივწივაძე საკმაოდ ამბიციურ გუნდ „სასოფლოს“ კაპიტანია და სუპერლიგის ერთ–ერთ ყველაზე იმედისმომცემ ახალგაზრდა მოთამაშედ ითვლება

პროფესიონალ ფეხბურთელთა ოჯახში გაზრდილმა მომავალ პროფესიად კალათბურთი აირჩია და 6 წლიდან მოედანზეა

– რამ გადაგაწყვეტინა კალათბურთის თამაში?– „სასოფლოს“ ერთ–ერთი“მწვრთნელი თენგო აბულაძე ჩემი ოჯახის ახლობელია, მან მიმიყვანა „დინამოს“ ბაზაზე. ძალიან მეხმარებოდნენ და მხარში მედგნენ ყოფილი კალათბურთელები: ირაკლი ვაშაკიძე, გელა დარსაძე.. ჩემი კალათბურთელად ჩამოყალიბება მათი დამსახურებაცაა, მაგრამ პირველ რიგში ეს თვითონ მინდოდა. ფეხბურთსაც ვთამაშობ მოყვარულის დონეზე, მაგრამ კალათბურთი ჩემი ცხოვრებაა.– უცხოურ კლუბში აპირებდი თამაშს…– ლიტვაში შემომთავაზეს 5 წლიანი კონტრაქტის გაფორმება. მათ 2+3 წლიანი აწყობდათ, მაგრამ ეს ჩემთვის არ იყო მომგებიანი, ამიტომ თავი შევიკავე. ამ სეზონის დასაწყისში ვთამაშობდი პოლონეთშიც, თუმცა მწვრთნელი შემიცვალეს და სკამზე ჯდომა მომიწევდა. ამ მიზეზით წამოვედი. მაღალანაზღაურებად უცხოურ გუნდში სკამზე ჯდომას მირჩევნია, შედარებით დაბალი ხელფასი მქონდეს და მოედანზე მაქსიმალურად ვიტვირთებოდე. ისეთი ასაკი მაქვს, გამოცდილების დაგროვება ახლა მჭირდება და სკამზე ჯდომა არაფერს მარგებს.– სამომავლოდ თუ აპირებ გუნდის შეცვლას?– „სასოფლოში“ ამ გუნდის დაარსების დღიდან ვირიცხები. არ ვაპირებ საქართველოში გუნდის შეცვლას. მით უმეტეს მანამ , სანამ უკეთესი პირობები არ გამოჩნდება. მაქვს რაღაც მოწვევებიც, მაგალითად დონეცკიდან, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ამ დონის გუნდში არ მომიწევს აქტიური თამაში, ამიტომ მირჩევნია დავჩე საქართველოში და მოვემზადო ნაკრებში სათამაშოდ. ჩემი უპირველესი მიზანი ხომ ახალგაზრდულ ნაკრებში B დივიზიონიდან A-ში გადასვლაა. . . 

– თამაშის გამო ალბათ ბევრ რამეზე გიწევს უარის თქმა. . . – მაქსიმალურად ვცდილობ, ფორმიდან არ ამოვვარდე. ალკოჰოლისა და სიგარეტისადმი მტრული დამოკიდებულება მაქვს. ლუდს ვსვამ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. არ ვარ ხმაურიანი, კლუბური დასვენების მოყვარული.. მირჩევნია დროის ახლო წრეში გატარება, არ მიყვარს უცხო ხალხის ყურადღების ცენტრში ყოფნა და მით უმეტეს, თამაშების დროს ვცდილობ, მაქსიმალურად ვიყო სახლში, ვივარჯიშო, დავისვენო და ფიზიკურად თუ მორალურად მოვემზადო მომავალი მატჩისთვის. – რას გვეტყვი შენს გუნდზე?– სეზონი დაიწყო თუ არა, დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში გავედით. ეს დიდი წარმატება იყო ჩვენთვის. ვფიქრობ, “ავიამშენი”, „ნტდ–თბილისი” და „სასოფლო“ ერთი დონის გუნდები ვართ, მაგრამ არ გაგვიმართლა მათთან და დავმარცხდით. . . – რას იტყვი ქართველ მსაჯებზე? მათზე ბევრია დამოკიდებული თამაშის მსვლელობისას?– მსაჯებთან პირადი მტრობა ნამდვილად არ მაკავშირებს. მათთან შესანიშნავი დამოკიდებულება მაქვს. არის კონკრეტული თამაშები, როცა მათი მსაჯობა არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ შეცდომა ყველას მოსდის და ამისგან არავინაა დაზღვეული. – მეტოქეებზე რას გვეტყვი?– როგორც ვთქვი, “ავია”, ნტდ, “ენერჯი” და ჩვენი გუნდი ღირსეული კონკურენტები ვართ. პატივს ვცემ ყველა მეტოქეს. თუნდაც თსუ-ს. ეს გუნდი დაშლილია, ძალიან რთული პერიოდი აქვთ, მაგრამ ბიჭები კალათბურთის და გუნდის სიყვარულით კვლავ განაგრძობენ თამაშს. ეს უდავოდ დასაფასებელია.– შეიქმნა სუპერლიგის ახალი საიტი. როგორ მოგწონს ?– ეს საიტი ქართული კალათბურთისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. იგი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული კალათბურთის განვითარებას. ამასთანავე მეტი ადამიანი გაეცნობა სტატისტიკურსა და სხვა სახის მონაცემებს. საზოგადოება მეტად ინფორმირებული გახდება. ამის გამო მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კალათბურთის ფედერაციას. იმ ხალხს, რომლებსაც ამ საიტის გამართვასა და მის ოპერატიულად მუშაობაში მიუძღვით წვლილი: სუპერლიგის დირექტორ გიორგი ზაბახიძესა და ფედერაციის პრეს–ატაშე ირაკლი პერტაიას. დიზაინი გემოვნებითაა შერჩეული, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებელია ინგლისური ენის არსებობაც.– რას აპირებ სამომავლოდ?– ვაპირებ, „სასოფლოსთან“ ერთად სუპერლიგაში წარმატებას მივაღწიო, შემდეგ კი ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად დავიკავო სასურველი ადგილი ევროპის ჩემპიონატზე.                                                                                                                                                                                            ანა მახარაშვილი