ივერიონმა გორში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა

ივერიონმა გორში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა

სუპერლიგის პირველი ტურის ბოლოსწინა მატჩი გორში გაიმართა. დავით როგავას გაწვრთნილმა ივერიონმა ბექა წივწივაძის კავკასიას უმასპინძლა და 97:86 (სტატისტიკა) დაამარცხა.

თამაშის საწყის წუთებში რომ მცირე ხნით გალიდერდა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი მას შემდეგ სულ ჩამორჩებოდა. ყველაზე მეტი, 17 ქულით, თუმცა ტემპს და მონდომებას არ კარგავდა, მეტოქეს ბოლო წუთებამდე უძალიანდებოდა. შეხვედრაც ისე გაილია, ფაქტობრივად, არ დაძაბულა. კავკასიელებმა ჩამორჩენის შემცირება ბოლო პერიოდში 4 ქულამდე შეძლეს, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს.

ეს, რა თქმა უნდა, გორელთა დამსახურებაა, რომლებიც გამართულად, დალაგებულ კალათბურთს თამაშობდნენ. ჩასაგდებს აგდებდნენ, დაცვაში მეტოქეს ბოლომდე ავიწროვებდნენ და შესაბამისად, გამარჯვებაც დაიმსახურეს.

ორივე გუნდში წამყვან პოზიციაზე ლეგიონერები იყვნენ, თუმცა რამდენიმე ქართველმაც გამოიჩინა თავი. ეს უფრო ივერიონზე ითქმის, სადაც ივა მეგენეიშვილმა 19 წუთში 14 ქულა მოაგროვა. ბომბარდირი კი რეჯი მესიდორი გახდა 25 ქულით, რომელმაც აქტივში 8 მოხსნა და 4 პასიც ჩაიწერა. 16 ქულა ოსტონ ჩატმანის ანგარიშზეა. კავკასიელთა შორის საუკეთესო იყო სამარ რაიტი. რობ პერიმ 21 ქულა დააგროვა, მალიკ ვილინგემმა – 20.

პირველი ტურის ბოლო შეხვედრა 13 ოქტომბერს, გურჯაანში, დელტასა და ქუთაისს შორის გაიმართება.