გალერეა დასრულდა “JUNIOR NBA – GBF” ლიგის სამხრეთ-აღმოსავლეთ
დივიზიონის თამაშები, რომელსაც თელავმა უმასპინძლა. მოგეხსენებათ, აღნიშნული ტურნირი
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისA (NBA) საქართველოს კალათბურთის ეროვნული
ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული, ხოლო მხარდამჭერები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათებლო და კულტურული ურთიერთობების ბიურო და
საქართველოში აშშ-ს
საელჩო გახლავან.
სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში თავი ხუთმა გუნდმა მოიყარა,
რომლებსაც, დებულების თანახმად, ტურნირში ნბა-ს გუნდების სახელებით გამოდიან. ესენი
არიან: თელავი (ორლანდო), ბასტიონი (ვაშინგტონი), ბასტიონის გოგონათა გუნდი (ნიუ ორლეანი),
ახმეტა (ატლანტა) და ლაგოდეხი (მაიამი).
როგორც ყველა, ისე სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში თამაშები
2 წრედ გაიმართა. 8-დან 7 მატჩი მოიგო „ვაშინგტონმა“ (ბასტიონი), ხოლო მეორე ადგილზე
გასულმა „ორლლანდომ“ (თელავი) 5 შეხვედრის მოგება შეძლო. ეს 2 გუნდი პლეი ოფში გავიდა,
ხოლო მესამე ადგილის დამკავებელ „ატლანტას“ (ახმეტა) პლეი ოფში გასვლის შანსი აქვს,
თუმცა სხვა ივიზიონების დასრულებას უნდა დაელოდოს – დებულების თანახმად თითოეული კონფერენციის
3 დივიზიონის მესამეადგილოსნებიდან პლეი ოფში 2 საუკეთესო გადის.
აღმოსავლეთ კონფერენციაში დარჩენილია მხოლოდ ცენტრალური
დივიზიონის მატჩები, რომლის მეორე წრეც რუსთავში – 13-16 ივნისს ჩატარდება.