თასის გათამაშებისა და საკანდელიძე-ქორქიას მემორიალით გამოწვეული პაუზის შემდეგ სუპერლიგის გათამაშება განახლდა. დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მე-10 ტურის 4 მატჩი უნდა გაიმართოს, რომელთაგან პირველი შეხვედრა დასრულდა. ერთმანეთს “ოლიმპი” და ერთ-ერთი აუტსაიდერი “კაკტუსი” დაუპირისპირდნენ.
მატჩი ერთობ საინტერესო გამოვიდა, თუმცა ვითარება მხოლოდ ბოლო წუთებზე დაიძაბა. “კაკტუსი” მესამე პერიოდში 20 ქულით ლიდერობდა, ხოლო მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი გუნდი 76:61 ლიდერობდა. ამას მოჰყვა ვითარების კარდინალურად შეცვლა. “ოლიმპმა” დარჩენილ დროში ანგარიში გაათანაბრა და დაწინაურდა კიდეც, თუმცა ძირითადი დრო ფრედ – 82:82 დასრულდა.
დამატებით 5-წუთეულში “კაკტუსმა” მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, 95:89 იმარჯვა და მიმდინარე სუპერლიგაში მე-3 მოგება გაიფორმა, რითაც “ბათუმს” გადაასწრო და 10-გუნდიან ცხრილში მე-7 ადგილზე განთავსდა. კაკტუსელებს 34 ქულით დელანო სპენსერმა ულიდერა, რითაც მიმდინარე სუპერლიგის რეკორდი დაამყარა. 27 ქულა და 11 პასი ჰქონდა ნიკოლას ნილს. “ოლიმპში” 23 ქულით ჩარლზ ბენეტი გამოირჩა, 22 ქულა მიითვალა რევაზ როგავამ.
შემდეგ მატჩში “თსუ-ჰიუნდაი” და “ქუთაისი” დაუპირისპირდებიან.
ოლიმპი – კაკტუსი
სტატისტიკა: 89:95