სუპერლიგის მე-10 ტური დღეს 2 მატჩით სრულდება. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი შეხვედრებიდან პირველი დასრულდა. დაძაბულ ბრძოლაში “კაკტუსმა” “ქუთაისი” 82:76 დაამარცხდა და ცხრილში გაუთანაბრდა. ორივე გუნდს ახლა 4 მოგება და 5 მარცხი აქვს და ანალოგიური შედეგის მქონე “ტიტებთან” და “რუსთავთან” ცხრილში 6-9 ადგილებს იყოფენ.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად და თანაბრად წარიმართა. პირველი პერიოდი 2 ქულით “ქუთაისმა” მოიგო, ხოლო მეორეში ანალოგიური სხვაობით “კაკტუსმა” იმარჯვა. შესაბამისად, დიდ შესვენებაზე ანგარიში თანაბარი გახლდათ. მესამე ათწუთეულში კვლავ 2 ქულით ქუთაისელებმა იმარჯვეს და ბოლო პერიოდს მცირე ლიდერობით შეხვდნენ, თუმცა კაკტუსელებმა გადამწყვეტი სიტყვა დასკვნით წუთებზე თქვეს.
ანგარიში თანაბრად იზრდებოდა. მთლიანობაში, ლიდერი 20-ჯერ შეიცვალა, მატჩის ბედი კი ბოლო წუთზე გადაწყდა. მნიშვნელოვანი იყო ლევან ლოლიშვილის სამქულიანი, რომლის შემდეგაც, თამაშის დასრულებამდე 1:15 წუთით ადრე “კაკტუსი” 74:70 დაწინაურდა. ამ გაქცევის შემდეგ არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი კაკტუსელები გამარჯვებამდე ზედმეტი გართულებების გარეშე მივიდნენ -82:76.
გამარჯვებულებს 18 ქულით, 11 პასითა და 6 მოხსნით ბრაიან უილიამსმა ულიდერა. 21 ქულით ბომბარდირი მიხეილ ჭოჭუა გახდა, ხოლო ჯასტინ ევერეტის ანგარიშზე 19 ქულა დაგროვდა. ქუთაისში 18 ქულით, 7 პასითა და 5 მოხსნით საუკეთესო იყო შონ რაუნდთრი. 20 ქულა ჯეიმზ მილიკენმა, ხოლო 17 – მილოშ პაიოვიჩმა დააგროვეს.
კაკტუსი – ქუთაისი
სტატისტიკა: 82:76