დღეს,
24 ნოემბერს, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა,
სადაც კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ,,საინფორმაციო ცენტრ 08”-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი.
პრესკონფერენციას კალათბურთის
ეროვნული ფედერაციისა და სუპერლიგის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, სუპერლიგის აღმასრულებელი
დირექტორი გიორგი ზაბახიძე და საინფორმაციო ცენტრი 08-ის დირექტორი გიორგი ქოჩლაძე
ესწრებოდნენ. ამიერიდან, ,,08”-ის ყოველი აბონენტი ინფორმირებული იქნება სუპერლიგის მიმდინარე
მატჩების შესახებ, ხოლო კალათბურთის ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებს
შესაძლებლობა ექნებათ ,,08”-ზე წინასაწარ დაჯავშნონ ბილეთები.
გარდა ამისა, სუპერლიგის ხელმძღვანელობამ ისაუბრა
უცხოელი მსაჯების თემაზე.
ბესიკ ლიპარტელიანი:
მოგეხსენებათ, რომ სუპერლიგის დღის წესრიგში
დადგა უცხოელი მსაჯების მოწვევის საკითხი. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ვაწარმოებთ
მოლაპარაკებას უკრაინის, ლიტვისა და თურქეთის ფედერაციებთან, თუმცა იმის გამო რომ რეგლამენტით
საერთაშორისო კატეგორიის არბიტრს ეკრძალება სხვა ქვეყნის ჩემპიონატში მსაჯობა ,,ფიბასთან”
შეთანხმების გარეშე, მოლაპარაკებას თან ახლავს კონკრეტული პროცედურების გავლა, რასაც
გარკვეული დრო ესაჭიროება.
გიორგი
ქოჩლაძე: ,,საინფორმაციო ცენტრი 08” კალათბურთის ეროვნული ფედერაციის
საინფორმაციო მხარდამჭერი გახდა, ჩვენს აბონენტებს შეძლებაათ ,,08”-ზე წინასწარ დაჯავშნონ
ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასასწრები ბილეთები. ჯერჯერობით ეს შეთანხმება მხოლოდ
ეროვნული ნაკრების მატჩებს ეხება და არა სუპერლიგას თუმცაღა ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ჩვენი ურთიერთობა
კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება.
გიორგი
ზაბახიძე: ,,08”-ში დარეკვის დროს ყოველი აბონენტი მოისმენს სუპერლიგის
თამაშების ანონსს და ამასთან ინფორმირებული იქნება კალათბურთის ფედერაციისა და სუპერლიგის ყველა სიახლის
შესახებ.