კალათბურთის ფედერაციის განცხადება

კალათბურთის ფედერაციის განცხადება

2013 წლის 11 დეკემბერს, 12:00 საათზე თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” (მისამართი: თავისუფლების მოედანი №4) გაიმართება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა.
ყრილობის დელეგატთა რეგისტრაცია დაიწყება 11 საათსა და 30 წუთზე.
გამომდინარე იქიდან, რომ ყრილობაზე დაიშვებიან მხოლოდ დელეგატები, აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები (საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან), გთხოვთ, რეგისტრაციისას თან იქონიოთ:
–       ყრილობის დელეგატებმა: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
–       მედიის წარმომადგენლებმა: აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.