კალათბურთის ფედერაციის განცხადება

კალათბურთის ფედერაციის განცხადება

   ხვალ, 25 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფისში გამგეობის სხდომა გაიმართება. 

კალათბურთის ფედერაციის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მას-მედიის წარმომადგენლებს ვთხოვთ, მობრძანდნენ კალათბურთის ფედერაციის ოფისში 25 სექტემბერს, 15:00 საათზე.