შაბათს, 1-ლ ნოემბერს კალათბურთის სამოყვარულო ლიგის მეორე სეზონი იწყება. ტურნირში სულ 15 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ჩემპიონატი 1 ნოემბერს, თბილისის “დინამოს” საკალათბურთო ბაზაზე, “ქუთაისის” და “თელიანი ველის” თამაშით (18:00) გაიხსნება. დღის მეორე შეხვედერაში კი “თბილისი” “გორს” დაუპირისპირდება (19:45). ტურნირის მოქმედი ჩემპიონი არის “მგზავრები”.
ყოველი ტურის დასრულების შემდეგ დასახელდება საუკეთესო მოთამაშე. პირველი ტურის ცენტრალური თამაში მეორე დღეს, 2 ნოემბერს გაიმართება. ვეტერანებისგან დაკომპლექტებული გუნდი – “სილქ მედია ჰიუნდაი” ეთამაშება “ბაზის ბანკს”.
სამოყვარულო ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელის – მიხეილ ამაშუკელის განცხადებით: “იმედია , ტურნირი საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება. გავითვალისწინეთ შარშანდელი მინუსები და ვეცდებით, მთელი ტურნირი მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩატარდეს. დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას. ასევე, ყველა საინფორმაციო პარტნიორს და უშუალოდ ყველას, ვინც ამ ტურნირის ჩატარებაში გვეხმარება”.
ტურნირთან დაკავშირებით ყველა სიახლე შეგიძლიათ ნახოთ ოფიციალურ ვებზე – www.gabl.ge