სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.superleague.ge მეორე წრის დაწყებასთან ერთად განახლდა ,,N1’’ – რუბრიკა, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახეები კალათბურთის შესახებ ისაუბრებენ.
საინტერესოა, რას ფიქრობენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები კალათბურთზე, როგორი გულშემატკივრები არიან და რა რჩევებს აძლევენ მომავალ თაობას.
ყველასთვის საყვარელი გადაცემის ,,კაცების შოუს’’ წამყვანები, ირაკლი კაკაბაძე და დავით ლაბაძე, განახლებული რუბრიკის პირველი სტუმრები არიან. ისინი სპორტის სასახლეში სუპერლიგის მეორე წრის შეხვედრას, სტუდენტურ დერბის, სტუ-თსუ-ს მატჩს დაესწრნენ და კალათბურთელებს ,,მასტერკლასიც“ ჩაუტარეს. ამის შემდეგ ,,პრესკონფერენციაც” გამართეს და კალათბურთის შესახებ სახალისოდ და საინტერესოდ ისაუბრეს.
ს პ ო რ ტ ი
ირაკლი კაკაბაძე: ჩემთვის სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია და ვცდილობ მისით აქტიურად დავკავდე. განსაკუთრებით მიყვარს ჩოგბურთი, რომელსაც ჩემს თავისუფალ დროს მთლიანად ვუთმობ. ბოლო წლებია სნოუბორდმაც გამიტაცა. რაც შეეხება კალათბურთს, ბავშვობაში ხშირად ვთამაშოდი, ახლა ნაკლებად. ვცდილობ შეძლებისდაგვარად აქტიურად ვიყო ჩართული სპორტულ ცხოვრებაში.
დავით ლაბაძე: მეც სულ დაკავებული ვარ სპორტით, განსაკუთრებით თევზაობით 🙂 🙂 🙂 თუმცა ახლა ზამთარია და ვისვენებ. გაზაფხულს ველოდები 🙂 🙂 🙂 კალათბურთი, ფეხბურთი და რაგბი სპორტის ის სახეობებია, რომლებსაც განსაკუთრებით გამოვარჩევდი. ყველას მოვუწოდებ ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ. ვცდილობ ჩემი შვილებიც აქტიურად იყვნენ დაკავებულნი სპორტით.
კ ა ლ ა თ ბ უ რ თ ი
ირაკლი კაკაბაძე: ბავშობაში და სტუდენტობის პერიოდში კალათბურთს ხშირად ვთამაშობდი. სიმაღლე ხელს მიწყობდა და დაცვაში კარგად ვასპარეზობდი. მიმაჩნია, რომ კალათბურთი სპორტის ძალიან ინტელექტუალური სახეობაა და ამ მხრივ კალათბურთელები სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევიან.
დავით ლაბაძე: კალათბურთს მეც ვთამაშობ, სახლში ფარიც კი დავაყენე, რომ ყოველთვის ფორმაში ვიყო 🙂 🙂 🙂
ირაკლი კაკაბაძე: ზოგადად ნბა-ს უფრო ვუყურებ, ვიდრე ევროლიგას, რადგან ამერიკულ კალათბურში შოუს მეტი ელემენტებია და ძალიან სანახაობრივია. ვგულშემატკივრობ ,,ატლანტა ჰოუქსს’’, სადაც ზაზა ფაჩულიას თამაშობს. თვალს ვადევნებ, აგრეთვე, თორნიკე შენგელიას ასპარეზობას. სიამოვნებით ვითამაშებდი ჩიკაგოში ნებისმიერ პოზიციაზე, მაგრამ ალბათ უფრო ფარქვეშ გამოვიჩენდი თავს.
დავით ლაბაძე: ზაზა ფაჩულიას გამო ,,ატლანტა ჰოუქსს’’ ვგულშემატკივრობ. საყვარელი კალათბურთელებიდან კი უფრო ჩემი დროის ვარსკვლავებს გამოვარჩევდი: მაიკლ ჯორდანს, მეჯიქ ჯონსონს, ლარი ბერდს. კალათბურთელი რომ ვიყო, რა თქმა უნდა გამთამაშებელი ვიქნებოდი. 🙂
,
ს უ პ ე რ ლ ი გ ა
ირაკლი კაკაბაძე: სუპერლიგას შეძლებისდაგავარად ვადევნებთ თვალ-ყურს, უფრო ხშირად აფახაზეთის ტელევიზიის საშუალებით, რომელიც მატჩების პირდაპირ ტრანსლაციებს ახორციელებს. ვიცი, რომ რამდენიმე ძლიერი გუნდი ასპარეზობს.
დავით ლაბაძე: სუპერლიგაში არმიის გუნდს გამოვარჩევდი, სადაც ჩვენი მეგობარი ანატოლი ბოისა თამაშობსJ
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ე რ ო ვ ნ უ ლ ი ნ ა კ რ ე ბ ი
ირაკლი კაკაბაძე: ეროვნული ნაკრების მიღწევების თვალსაზრისით კალათბურთი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა. ევროპის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით და ეს დიდი წარმატებაა. ეროვნული ნაკრების მატჩებზე სულ დავდივარ და აქტიურად ვგულშემატკივრობ ჩვენს ბიჭებს.
დავით ლაბაძე: გასულ ზაფხულს შესარჩევ ეტაპზე ოჯახთან ერთად ვესწრებოდი ნაკრების თამაშებს და აქტიურად ვქომაგობდი ქართველ კალათბურთელებს. განსაკუთრებით გამოვარჩევდი ბოსნიასა და ლატვიასთან მატჩებს, რომლების დროსაც ძალიან ემოციური გულშემატკივარი ვიყავი. ევროპის ჩემპიონატზე წარმატებებს ვუსურვებთ ბიჭებს. ვფიქრობ შანსები საკმაოდ რეალურია.
გ უ ლ შ ე მ ა ტ კ ი ვ რ ო ბ ა:
ირაკლი კაკაბაძე: კარგია, რომ ეროვნული ნაკრების თამაშებზე ბევრი ხალხი დადის. მაგრამ აუცილებელია სუპერლიგას გაცილებით მეტი გულშემატკივარი ჰყავდეს. მაყურებლის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს და თამაშის ხარისხსა და შედეგზე აისახება. ყველას მოვუწოდებ აქტიურად დაესწრონ სუპერლგის მატჩებს და მხარი დაუჭირონ საყვარელ გუნდს.
დავით ლაბაძე: კარგი იქნება, რომ კალათბურთის მოყვარულებმა თავიანთი სიყვარულის რეალიზება აქტიურ მხარდაჭერაში მოახდინონ და უქომაგონ ქართულ გუნდებს.