საქართველოში
კლუბ “სოხუმის” მოწვევით მყოფმა ლატვიის ვეტერან კალათბურთელთა გუნდმა თბილისის
სპორტის სასახლეში ამხანაგური მატჩი გამართა. ქალაქ იელგავას გუნდი “დოკსი”
ლატვიის ვეტერანთა პირველობის ჩემპიონია და საქართველოში ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობების
დასათვალიერებლად, ამავდროულად, ამხანაგური მატჩების გასამართად ჩამოვიდა.
ლატვიელებმა პირველი
მატჩი გურჯაანში, 14 მაისს გამართეს, დღეს კი, სპორტის სასახლეში, სუპერლიგის ნახევარფინალური
სერიის მატჩის შემდეგ ქართველ ვეტერანებს დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა საკმაოდ
საინტერესოდ წარიმართა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩში ქართველებმა იმარჯვეს
ანგარიშით 54:50. მატჩის შემდეგ ლატვიელებმა და ქართველებმა საჩუქრები გაცვალეს. სტუმრებმა
კლუბ “სოხუმის” პრეს-ატაშე, თენგიზ პაჭკორია და სუპერლიგისა და ასაკობრივი
ლიგების აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ზაბახიძე დააჯილდოვეს.
ღონისძიება სამახსოვრო
ფოტოების გადაღებით დასრულდა.
იანის ბაცანსი(ლატვიელი კალათბურთელი): მინდა მადლობა
გადავუხადო ქართველ კალათბურთელებს, რომლებმაც გამონახეს დრო ჩვენთან სათამაშოდ. საქართველოში
ჩვენი ჩამოსვლის იდეა სლოვენიაში გაჩნდა, სადაც თენგიზ პაჭკორია გავიცანით, მასაც და
ვაჟა კვარაცხელიასაც დიდ მადლობას ვეტყვით. ძალიან სასიამოვნო დღეები გავატარეთ. არაჩვეულებრივად
შეგხვდნენ კახეთში, ასეთ მასპინძლობას არ მოველოდით. გურჯაანშიც გავმართეთ ამხანაგური
შეხვედრა, ქართველ ვეტერანებს ნამდვილად შენარჩუნებული აქვთ ახალგაზრდობა და ხალისი
და კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენთან თამაშისთვის. დღევანდელ შეხვედრას რაც შეეხება, ვიცოდით,
რომ რთული მატჩი იქნებოდა. ქართველების გუნდში ბევრი ცნობილი კალათბურთელი თამაშობდა,
ისინი ვარსკვლავები არიან და ღირსეულად გაიმარჯვეს.
პაატა გურასპაული (ვეტერანი კალათბურთელი): ასეთი შეხვედრებით ჩვენი წარსული და საკალათბურთო ცხოვრება თვალწინ გვიდგება. მით უმეტეს რომ ლატვიელებთან
ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი სტუმრები ცნობილი კალათბურთელები
არ გახლავთ, მაგრამ ისინი არაჩვეულებრივი ადამიანები არიან და ამასთან, მათ ჰყავთ სამოყვარულო
გუნდი, რომლებიც საკმაოდ კარგ და აზრიან კალათბურთს თამაშობენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფრით ჩვენი მეგობრობა ჩაისახა. იმედია, ჩვენც ჩავალთ ლატვიაში და ჩვენი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო
გაღრმავდება. დღევანდელმა დღემ ძალიან ბევრი ადამიანი გააღიმა, გააბედნიერა და სწორედ ეს არის მთავარი.
საქართველო 54:50 ლატვია
17:20, 16:8, 10:11,
11:11
საქართველო:
ორმოცაძე (11), ტურაშვილი (8), ღონღაძე (5), ჩხეიძე (2), მგალობლიშვილი ( 14), წულაია
(6), ახალკაცი (8), პეტრიაშვილი, გურასპაული, ჩიხლაძე, ცაგარეიშვილი, სხიერელი, ქორქია.
ლატვია: ლოგინსი (30), შალაიევსი (9)