მე–4
ტურის ბოლო მატჩი ,,მაკაბსა’’ და ,,არმიას’’ შორის გაიმართება. თამაშის დაწყებამდე
გუნდების მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): სასიხარულოა,
რომ ,,მაკაბი’’ სუპერლიგაში დაბრუნდა და მას წარმატებას ვუსურვებ. ,,მაკაბიმ’’ მოახერხა
გიორგი შერმადინის გაზრდა და იმედია, ეს გუნდი კიდევ შეძლებს ახალი წარმატებული კალათბურთელების
ჩამოყალიბებას. ჩვენ მზად ვართ დღევანდელი თამაშისთვის, ყველაფერია მოსალოდნელი და
ვეცდებით, რომ არ მოხდეს ის სენსაცია, რომელზეც ბატონი ჯამლეტი საუბრობდა.
ჯამლეტ ხუხაშვილი(,,მაკაბის’’ მთავარი
მწვრთნელი): პირველ რიგში,
მინდა აღვნიშნო, რომ კოტე ყოველდიურად იზრდება, როგორც მწვრთნელი და იზრდება გუნდის
ძალებიც. ,,არმია’’ ერთ–ერთი უძლიერესი გუნდია, იმის მიუხედავად, რომ არ ჰყავს ლეგიონრები.
სამაგიეროდ, ძალიან ძლიერი ქართველი კალათბურთელები ჰყავთ, დიდი პოტენიცალის მქონე
მოთამაშეები და ამ გუნდს დიდ წარმატებას ვუსურვებ. რაც შეგვეხება ჩვენ, კიდევ ერთხელ
ვიმეორებ, რომ ,,მაკაბის’’ მიზანი რევაზაშვილების და ფერიაშვილის გაზრდაა. თუ სენსაცია
მოვახდინეთ, ძალიან სასიამოვნო იქნება, თუმცა ეს ნაკლებად მოსალოდნელია. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ