მაქაბი-სოხუმის წინასამატჩო პრესკონფერენცია

მაქაბი-სოხუმის წინასამატჩო პრესკონფერენცია

მიხეილ ხუხაშვილი
(„მაქაბის“ მწვრთნელი): ჩვენს გუნდში არანაირი სიახლეა. ყველამ იცის ჩვენი
მიზანი და ამიტომ ბევრს არაფერს ვიტყვი. დარწმუნებული ვარ, სოხუმი დაგვამარცხებს,  მაგრამ ვეცდებით  ნაკლები სხვაობით წავაგოთ. რაც შეეხება ლევან რევაზაშვილს,
 რომ მას ტრავმა გაუმიზეზდა რეგულარულ სეზონში
ვეღარ იასპარეზებს. ვისურვებ „სოხუმი“ ფინანსური პრობლემების გამო არ დაიშალოს, რადგან
ეს გუნდი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი ჩემპიონატისთვის და ასაკობრივი ლიგებისთვის.

ვაჟა კვარახელია
(სოხუმის მთავარი მწვრთნელი): ღმერთის წყალობით გარკვეულ დახმარებას
ველოდებით სხვადასხვა მხრიდან.  მაგრამ პირველ
რიგში ხალხი უნდა დაგვეხმაროს.  გაიხსნა საბანკო
ანგარიში, სადაც თანხის ჩარიცხვა სატელეფონი ზარების მეშვებოთ განხრცილედება. აღნიშნულ
ნომერს მოგვიანებით განვაცხადებთ.