მარგვეთმა სუპერლიგის რეგულარული ვერის ძლევითა და 8 გამარჯვებით დაასრულა

მარგვეთმა სუპერლიგის რეგულარული ვერის ძლევითა და 8 გამარჯვებით დაასრულა

საკალათბურთო კლუბი მარგვეთი პირველი გუნდია, რომელმაც მიმდინარე სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დაასრულა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ვატო თევზაძის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს, დიღმის არენაზე სუპერლიგიდან “ა” ლიგაში დაქვეითებული “ვერა” 116:88 (სტატისტიკა) დაამარცხა და რეგულარულში 20 მატჩი შეასრულა.

8 მოგება და 12 მარცხი – ეს გახლავთ მარგვეთელების შედეგი, რომელიც ამ მომენტისთვის, სანამ ყველა გუნდს თამაშები დაუსრულებია, მე-5 ადგილის ტოლფასია. ჯერ ვერავინ იტყვის, რომელ ადგილზე დაასრულებს რეგულარულ ჩემპიონატს მარგვეთი. თუ მისი კონკურენტები – ქუთაისი და ტიტები დარჩენილ მატჩებში იყოჩაღებენ, შესაძლოა, ჩერქეზიშვილის გუნდი რვეულს მიღმა დარჩეს და პლეი ოფში ვერ გავიდეს. ქუთაისს 2 მატჩი აქვს დარჩენილი – დღეს კაკტუსთან და ბოლო ტურში გურჯაანის დელტასთან. რაც შეეხება ტიტებს, ბესო ლეჟავას გაწვრთნილ გუნდს ერთი მატჩი დარჩა – თსუ-თან.

რაც შეეხება მარგვეთისა და ვერას მატჩს, შედეგის გამოცნობა რთული არ იყო. ვერა ბოლო ადგილს ვერ ასცდება – რეგულარულში დარჩენილ მატჩებს (უკვე მატჩს) ჩაატარებს და მომავალ სეზონში “ა” ლიგაში იასპარეზებს. ლეონიდ ივატინის გაწვრთნილ გუნდს მოტივაცია არ ჰქონდა, მარგვეთს კი პირიქით – ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის და ვერასთან გამარჯვება, რომელიც საბოლოოდ მოიპოვა კიდეც, შესაძლოა, ამ საქმეში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

მარგვეთმა მატჩი დიდი სხვაობით მოიგო, რაშიც სოლიდური წილი ფრანგული ფესვების მქონე ამერიკელმა – რონი როზიემ შეიტანა. მან 31 ქულა და 7 პასი მიითვალა, თუმცა საუკეთესო შედეგი ოთარ ბულიავამ დააფიქსირა, რომელმაც სამმაგი დუბლი მიითვალა – 6 ქულა, 15 მოხსნა, 13 პასი. 26 ქულით მარქუს გილსონიც გამოირჩა. 14 ქულა ჰქონდა ახალგაზრდა გიორგი კობახიძეს. ვერაში 35 ქულა ლუკა ზაქრაძის ანგარიშზეა. 15 ქულა გიორგი ვახანიამ, 13 – კაიდენ რაისმა მიითვალეს.