მარნეულის დელტა ა-ლიგაში იასპარეზებს

მარნეულის დელტა ა-ლიგაში იასპარეზებს

სტატისტიკასაკალათბურთო „ა“ ლიგა დაკომპლექტდა. დღეს გამართულ
საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში მარნეულის „დელტამ“ 86:75 დაამარცხა შავიო ზღვის
უნივერსიტეტის გუნდი და „ა“ ლიგის ბოლო საგზურს დაეპატრონა. მაშ ასე, „ა“ ლიგის
2016-2017 წლების სეზონის ექვსეული ასე გამოიყურება: არენა-76, სეუ, წყალტუბო, ჰიუნდაი-თსუ,
ტიტები და დელტა.

მარნეულელებს საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
10 ქულით ჰქონდათ მოგებული. შესაბამისად, „დელტას“ უფლება ჰქონდა, 9 ქულით წაეგო, მაგრამ
ირაკლი მაისურაძისა და ნოდარ ქორქიას გაწვრთნილმა გუნდმა მეორე შეხვედრაც მძლავრად
ჩაატარა და 11 ქულით იმარჯვა.

დავით რიბაშვილის გაწვრთნილი შავი ზღვის უნივერსიტეტის
გუნდი პერიოდულად კარგად თამაშობდა. მეორე პერიოდში 9-ქულიან უპირატესობასაც დაეპატრონა,
მაგრამ მარნეულელთა შედეგიანმა თამაშმა „დელტას“ „ა“ ლიგის საგზური მოუტანა.

გამარჯვებულებს 22 ქულით სოსო ლეჟავამ ულიდერა. 17 ქულა
და 14 მოხსნა ჰქონდა დეანდრე რეის, ხოლო კელვინ დაუნსის ანგარიშზე 15 ქულა და 13 მოხსნა
დაგროვდა. შავი ზღვის უნივერსიტეტის გუნდში 29 ქულითა და 21 მოხსნით შთამბეჭდავი სტატისტიკა
დააფიქსირა სოსო გოგნაძემ. 13 ქულა ნიკა ღონღაძის ანგარიშზეა.