მე–4 ტურის “ბათუმი” – “ავიამშენი” გადაიდო

მე–4 ტურის “ბათუმი” – “ავიამშენი” გადაიდო

სუპერლიგის მომავალი ტური არასრულად ჩაივლის. მე–4 ტურში 5–ის ნაცვლად
4 მატჩი გაიმართება. ერთი შეხვედრა, რომელიც ბათუმში უნდა გამართულიყო ადგილობრივ გუნდსა და “დინამოს” შორის, გადაიდო.

ამის მიზეზი თბილისის „ავიამშენის“ ფინანსური კრიზისია, რომელიც
პარასკევს, 27 ნოემბერს, ბათუმში ჩასვლას ვერ ახერხებს. „ავიამშენს“ წინასწარ რომ
არ დაეჭირა თადარიგი და ბათუმში მატჩზე არ გამოცხადებულიყო, დაჯარიმდებოდა და ტექნიკური
მარცხი ჩაეთვლებოდა, მაგრამ ლევან მოსეშვილის გუნდი ბათუმელებს შეეხმიანა და
მატჩის გადადებაზე დაითანხმა. თამაშის გამართვის თარიღიც ცნობილია: „ბათუმი“ – „ავიამშენი“
ბათუმში 17 დეკემბერს გაიმართება.

როგორც „ავიამშენის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, ფინანსურ პრობლემებს
მალე მოაგვარებენ და სუპერლიგაში თავაშს ნორმალურ რიტმში გააგრძელებენ.