საკალათბურთო კლუბი “მეგა” კავკასიის საკალათბურთო ლიგის (CBL) გამარჯვებულია. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ერევანში გამართულ ფინალურ მატჩში სომხეთის გუნდი “ვახანი სიტი” დაამარცხა ტურნირის ტრიუმფატორი გახდა.
კავკასიის საკალათბურთო ლიგა სომხური პროექტია და მასში ამ ქვეყნის გუნდებთან ერთად 2 ქართული კლუბი – “მეგა” და თელავის “ბურჯი” მონაწილეობდა. კავკასიის ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი ოქტომბრიდან მარტამდე მიმდინარეობდა. ერთ-ერთ ტურს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემაც უმასპინძლა.
ქართულთან ერთად კავკასიის ლიგაში ეს სომხური გუნდები მონაწილეობდნენ:
მედ ფოქსი, ვახანი სიტი, დვინი, კილიკია, ნიუ ბაიაზეთი და სუპერსონიქსი. თბილისის მეგამ რეგულარული ჩემპიონატი 19 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა და ოთხთა ფინალში მედ ფოქსთან, ვახანი სიტისთან და ნიუ ბაიაზეთთან ერთად გადავიდა. ნახევარფინალში ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა მეგამ ნიუ ბაიაზეთი 87:67(სტატისტიკა) დაამარცხა.
ფინალში მეგას მეტოქე ვახანი სიტი გახლდათ, რომელსაც 82:68 (სტატისტიკა) სძლია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჩვენს გუნდში 26 ქულით საუკეთესო იყო ოთარ ბულიავა. 14 ქულა, 15 მოხსნა და 4 დაფარება დენგი აკუთიმ მოაგროვა. ოთხთა ფინალის MVP-ის ტიტული ბულიავას გადაეცა.
მეგა თბილისში დაბრუნდა და სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩებისთვის ემზადება.