მემორიალის მეორე მატჩში არმიამ იმარჯვა

მემორიალის მეორე მატჩში არმიამ იმარჯვა

     2012 წლის
დუდუ დადიანის მემორიალის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი ,,არმია“
და თსუ დაუპირისპირდნენ.

 ,,არმიამ“  ფავორიტის
სტატუსი გაამართლა და მეტოქე ანგარიშის დიდი სხვაობით 98:49 დაამარცხა.

 მოგებულთაგან
თავი ახალმა ლეგიონერმა გამოიჩინა, კურტის მილიჯმა გუნდს 22 ქულა შესძინა, სტუდენტების
მხრიდან კი 13 ქულა ვახო ჩქარეულის ანგარიშზეა.

   დღის დასკვნითი
მატჩი 15:00 საათზე დაიწყება და ერთმანეთს ,,ქუთაისი” და ,,რუსთავი” შეხვდებიან.