ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალისტები
ცნობილია. სატიტულო მატჩში გასულ „რუსთავს“ „ოლიმპი“ შეუერთდა.
გია კაზანჯიანის გუნდმა
„ა“ ჯგუფის ბოლო შეხვედრაში დაძაბულ, ოვერტაიმიან მატჩში დაამარცხა „არმია“ და ისტორიაში
პირველი ტიტულის მოგების შანსი გაუჩნდა.
მატჩამდე „ოლიმპი“ ხელსაყრელ სიტუაციაში იყო, რაგდან
ფინალში 14 ქულით დამარცხების შემთხვევაშიც გადიოდა. მატჩის მსვლელობისას არმიელებმა
ამ ზღვარს გადააბიჯეს და მეორე მეოთხედის შუაში 19 (!) ქულითაც კი იგებდნენ, თუმცა
კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხეს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა
არმიელებმა სწრაფი თამაშისა და ზუსტი სორი სროლებით სასურველი უპირატესობა მოიპოვეს,
თუმცა გამართული ტაქტიკისა და ზუსტი თამაშის წყალობით „ოლიმპმა“ მესამე მეოთხედშივე
მოიპოვა ლიდერობა.
პირველი ტაიმის ბოლო წამზე ლევან ფაცაციას სამქულიანით
„ოლიმპმა“ ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირა, ხოლო მესამე პერიოდის 25:12 მოგების შემდეგ
გადამწყვეტი პერიოდის წინ ქულით დაწინაურდა. ამის შემდეგ თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა
– ხან ერთი გუნდი გაიჭრებოდა წინ, ხან – მეორე. შესანიშნავად ირჯებოდა ოლიმპში გასინჯვა
ახალწვეული, ლიტველი მარტინას ანდრიუკაიტისი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ბურთები ჩააგდო
და საბოლოდ 25 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.
ბოლო წუთზე „ოლიმპი“ 2 ქულით იგებდა, მაგრამ არმიელებმა
მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. ეს გიორგი გამყრელიძემ საფინალო სირენის თანხლებით
შეძლო და თამაში დამატებით დროში გაგრძელდა. ოვერტაიმში ბექა წივწივაძისა და ზვიად
ბაბიაშვილის სიზუსტის წყალობით არმიელებმა 6-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს, რაც ოლიმპელებმა
გუნდური თამაშით გააბათილეს. სტენ სოკმა და კოკა ტომარაძემ სამქულიანები ჩააგდეს, მიხეილ
ბერიშვილი, ლევან ფაცაცია და სტეფან მილოშევიჩი ფარქვეშიდან ზუსტი თამაშით ხეირობდნენ.
ბოლო წამებზე კაზანჯიანის გაწვრთნილი ოლიმპელები 2 ქულით იგებდნენ, არმიელებს შეტევისთვის
7 წამი ჰქონდა, მაგრამ გამყრელიძემ შეტევაში ბურთი დაკარგა და სპორტის სამინისტროს
გუნდმა 103:101 გაიმარჯვა.
ფინალური მატჩი 22 იანვარს, საკალათბურთო აკადემიის
დარბაზში, 18 საათზე გაიმართება.
ოლიმპი-არმია 103:101