მემორიალზე წყალტუბო, ქუთაისი და რუსთავი დაწირაურდნენ

მემორიალზე წყალტუბო, ქუთაისი და რუსთავი დაწირაურდნენ

მიხეილ ქორქიასა
და ზურაბ საკანდელიძის სახელობის მემორიალურ ტურნირის მეორე სათამაშო დღეს მოულოდნელი
შედეგი დაფიქსირდა. ტურნირის ერთადერთმა „ა“ ლიგის წარმომადგენელმა „წყალტუბომ“ სუპერლიგის
ლიდერი „ბათუმი“ დაამარცხა – 74:72.

წყალტუბოელებმა
პირველ ტურში სუპერლიგის კიდევ ერთი წევრი – „ოლიმპი“ დაამარცხეს და ჯგუფს 2 მოგებით
ლიდერობენ. დღეს წყალტუბოელები „სოხუმს“ ხვდებიან და თუ დაამარცხებენ, ფინალში გავლენ.

ამ ჯგუფის მეორე
მატჩში დამატებითი დრო დაინიშნა. „ოლიმპმა“ და „სოხუმმა“ გამარჯვებული ძირითად დროში
ვერ გამოავლინეს (80:80), ხოლო დამატებით დროში სოხუმელებმა იმარჯვეს და ჯგუფიდან გასვლის
შანსი შეინარჩუნეს. ამ ჯგუფიდან გასვლის პრედენდენტია „ბათუმიც“, რომელსაც 1 მოგება
აქვს და ბოლო ტურში „ოლიმპს“ ხვდება.

მეორე ჯგუფში
გასვლის მთავარი კანდიდატი „ქუთაისია“, რომელმაც მეორე ტურში „მგზავრები“ 82:67 დაამარცხა.
მასპინძლებს კონკურენციას რუსთაველები უწევენ. ქვემოქართლურმა გუნდმა მეორე ტურში
„აკადემია“ დაამარცხა – 96:79 და ქუთაისელებთან ერთად ჯგუფს 2-დან 2 მოგებით ლიდერობს.
სწორედ „ქუთაისი“ და „რუსთავი“ ხვდებიან ერთმანეთს ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში და მათ
შორის გამარჯვებული ფინალში გავა.

ა ჯგუფი

მოგება

წაგება

ქულა

წყალტუბო

2

0

4

ბათუმი

1

1

3

სოხუმი

1

1

3

ოლიმპი

0

2

2

 

ბ ჯგუფი

მოგება

წაგება

ქულა

რუსთავი

2

0

4

ქუთაისი

2

0

4

აკადემია

0

2

2

მგზავრები

0

2

2

აკადემია – რუსთავი  79:96

ბათუმი – წყალტუბო  72:74 

ოლიმპი – სოხუმი  86:91 

ქუთაისი – მგზავრები  82:67