მეორე წრე სოხუმის მოგებით დაიწყო

მეორე წრე სოხუმის მოგებით დაიწყო

სუპერლიგის მეორე წრის პირველი ტური დღეს რუსთავში ადგილობრივი
,,რუსთავისა“ და ,,სოხუმის“ დაპირისპირებით დაიწყო, სადაც სოხუმელებმა 74:61 იმარჯვეს.

  შეხვედრის პირველი ათწუთეული გუნდების გარდამავალი
უპირატესობით დაიწყო, თუმცა მეორე მეოთხედში სტუმრები გააქტიურდნენ და დიდ შესვენებაზე
წინ 39:32 გავიდნენ. მატჩის მეორე ნახევარში,,ზღვისპირელებმა“ მეტოქეს შანსი არ
დაუტოვეს და მეორე წრე დამაჯერებელი მოგებით გახსნეს. მასპინძელთა რიგებში 23 ქულით
ჟულივეტ ტუჯანი გამოირჩა, ხოლო ,,სოხუმის“ შემადგენლობაში 19 ქულით საუკეთესო ირაკლი
ჩლაიძე იყო. ორმაგი დუბლი შეასრულა ლაშა ფარღალავამ, რომელმაც 18 ქულა და 12 მოხსნა
მიითვალა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს სუპერლიგის მიმდინარე სეზონის
მეორე წრის პირველი ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ,,ბათუმი რსუ“ საკუთარ მოედანზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს  17 საათზე უმასპინძლებს.