მეოთხე ნახევარფინალისტი: ქუთაისი

მეოთხე ნახევარფინალისტი: ქუთაისი

თასის გათამაშების მეოთხე ნახევარფინალისტიც გამოვლინდა. „ქუთაისმა“
სადებიუტო ჩავარდნის შემდეგ მეორე და მესამე მეოთხედი 40 ქულით (32:14, 32:12)
მოუგო სტუ–ს და საბოლოოდ გამარჯვებამდეც იოლად მივიდა. 

ზურაბ ტომარაძის გაწვრთნილმა ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა თავიდან
საკმაოდ მძლავრად დაიწყო თამაში და გააზრებული, ენერგიული, სწრაფი და ზუსტი
თამაშის წყალობით პირველი მეოთხედის ბოლოს 26:15 დაწინაურდნენ. ეს ხუმრობა არ იყო,
ტექნიკოსებმა 11–ქულიანი ლიდერობით გამარჯვებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთეს.
სტუ–ში ვასილ ბერუაშვილი და ბექა ჩიკვილაძე გამოირჩეოდნენ.

 

მცირე შესვენების შემდგ მოედანზე რადიკალურად სხვა თამაშის სცენარი
ვიხილეთ. ქუთაისელები ათამაშდნენ და დაცვა ხომ გაამაგრეს, შეტევაშიც ზუსტად ირჯებოდნენ.
რევაზ დიდიამ შორი სამიზნე გაისწორა, გააქტიურდნენ გიორგი ბარბაქაძე, ვიქტორ
კოღუაშვილი, ბუბა კვისმაძე. საერთოდ, ქუთაისელებმა გუნდურად ითამაშეს და ხუთმა
მათგანმა 10–ქულიან ზღვარსაც მიაღწია. მეოტხე ათწუთეულში იმერელთა უპირატესობამ 25
ქულას გადააჭარბა და შეხვერდის ბედიც აქ გაირკვა.

მაშ ასე – ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. კვირას, 30 იანვარს,
რუსთავის „ქიმიკოსთა“ დარბაზში ფინალის საგზურისთვის ეს წყვილები შეერკინებიან:

„ქუთაისი“ – შსს  16:00

„არმია“ – თსუ     18:00

საქართველოს
თასის გათამაშება. მეოთხედფინალი. რუსთავი. 28 იანვარი

 

ქუთაისი 98:77 სტუ

15:26 32:14 32:12 19:25

ქუთაისი: კვერნაძე,
ბაბუნაშვილი (10), დიდია (15ქ, 9პ), კვიმსაძე (15), ტუკვაძე (2), ბოლქვაძე (4),
ლომინაშვილი (9), გ. ბარბაქაძე (17), ცეკვავა (7), კოღუაშვილი (15ქ 9მ), ქორიძე
(2), კუჭავა (2)

სტუ: ჭოხონელიძე
(2), ვ. ბერუაშვილი (24ქ, 8მ), ჩიკვილაძე (17), გასიტაშვილი, მაჩალაძე (1),
თევზაძე (4), კობიძე (9), ჯანგველაძე (6), ჩალიგავა (2), ძიძიგური (11), ახალკაცი
(1)

მსაჯები: დ.
ბერეკაშვილი, კახა კუპატაძე

კომისარი: თენგიზ
ქიქოძე