სტატისტიკა
სუპერლიგის მესამე ადგილისთვის ნახევარფინალში დამარცხებული
გუნდები – „რუსთავი და „ბათუმი“ ერკინებიან. ამ გუნდებს შორის 2 მოგებამდე მიმდინარე
სერიის პირველი მატჩი 22 მაისს რუსთავში გაიმართა. მესამე ადგილისთვის სერიის პირველი
შეხვედრა მასპინძლებმა – რუსთაველმა კალათბურთელებმა 102:88 მოიგეს და საერთო ანგარიშით
1:0 დაწინაურდნენ.
შეხვედრა საკმაოდ ქულუხვი გამოდგა. ორივე გუნდი შეტევაზე
იყო ორიენტირებული და ეს შედეგზეც აისახა. ორივე გუნდმა ჯამში 190 ქულა ჩააგდო, რაც
სუპერლიგისთვის საშუალოზე მეტი შედეგია.
მესამე ადგილისთვის სერიის პირველი მატჩი რუსთაველებმა
ზედმეტი გართულების გარეშე მოიგეს. ქვემოქართლელებს 23 ქულით და 14 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა
ულიდერა. 20 ქულა დააგროვა ტერენს ოგლზბიმ, ხოლო ლევან ცეკვავამ 19 ქულა და 10 პასი
მიითვალა. ბათუმელთაგან 26 ქულით საუკეთესო ნიკ კელოგი გახლდათ, ბიჯეი იანგმა 24 ქულა
მიითვალა, კრის ფელჩერის ანგარიშზე 18 ქულა და ამდენივე მოხსნა დაგროვდა.
სერიის მეორე მატჩი ბათუმში 24 მაისს გაიმართება.