მესამე ტური ქუთაისის გამარჯვებით გაიხსნა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

მესამე ტური ქუთაისის გამარჯვებით გაიხსნა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 საკალათბურთო
სუპერლიგის მესამე ტური რეგიონში ჩატარებული თამაშით გაიხსნა. ქუთაისის სპორტის სასახლემ
,,ქუთაისისა“ და სტუ-ს მატჩს უმასპინძლა. 

მიუხედავად ,,ქუთათურების“ აქტიურობისა, პირველი
მეოთხედი, მათი მხრიდან მხოლოდ ორ-ქულიანი უპირატესობით დასრულდა. მეორე პერიოდში  ქუთაისის გუნდმა უფრო შემტევი თამაში აჩვენა და საერთო ჯამში პირველ ტაიმში 10 ქულის სხვაობით იმარჯვა.

  თამაშის მეორე ნახევარში ,,იმერლებს“  ჰანდიკაპის შენარჩუნება არ გასჭირვებიათ. ტექნიკური
უნივერსიტეტის კალათბურთელებმა ბოლო მეოთხედში იყოჩაღეს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი
შეხვედრის მოსაგებად. და საბოლოო ან გარიში – 76:63 ქუთაისის სასარგებლოდ დაფიქსირდა. გამარჯვებული
გუნდიდან ეროვნული ნაკრების წევრი რიჩარდ მათიაშვილი გამოირჩა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე
1 მოხსნა დააკლდა. სტუს-რიგებში კი 11-11 ქულა გიორგი პირველაშვილმა და ვაჟა ჯანაშიამ
ჩაიწერეს აქტივში.

 მესამე ტურის
დარჩენილ მატჩებს ხვალ თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
მატჩისშემდგომი კომენტარები:

დავით უსტიაშვილი (ქუთაისი): საკმაოდ სანახაობრივი
და დაძაბული მატჩი გამოვიდა. სტუ-მ ბოლომდე იბრძოლა და დღევანდელ
მატჩში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. რაც შეეხება ჩვენს
გუნდს, რა თქმა უნდა, ეს არ იყო მაქსიმუმი და ჩვენთვის
სასურველი თამაში არ გვიჩვენებია, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის და გამოვასწორებთ ჩვენს
შეცდომებს, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად დაკარგვებში ვლინდება. დღევანდელი შეხვედრა ძირითადად
გამოვიყენეთ იმისთვის
რომ  ყველა მოთამაშე  დაგვეტვირთა და შანსი ახალგაზრდებისთვის მიგვეცა. 

ზურაბ
ტომარაძე (სტუ): წლევანდელ სეზონში ჩვენმა გუნდმა
დღეს ყველაზე კარგად  იასპარეზა. სამი პერიოდი
ვიბრძოლეთ და მატჩმა საინტერესოდ ჩაირა, სადაც როგორც მოსალოდნელი იყო, საბოლოოდ ძლიერმა
გუნდმა,  ,,ქუთაისმა“ იმარჯვა. დღევანდელი შეხვედრით
კმაყოფილი ვარ, ბიჭებმა თავი არ დაზოგეს და გუნდური თამაში აჩვენეს. მიუხედავად ამისა,
უამრავი ხარვეზი გვაქვს, მათ შორის კი მთავარი ის, რომ ახალგაზრდული გუნდი ვართ და
შეთამაშება გვჭირდება. ვფიქრობ, ორი ტურის შემდეგ ეს პრობლემა მოგვარდება და ჩვენი
გუნდი  შესაფერის თამაშს აჩვენებს.