მგზავრები-არმიისა და ქუთაისის წინასამატჩო პრესკონფერენცია

მგზავრები-არმიისა და ქუთაისის წინასამატჩო პრესკონფერენცია

სუპერლიგის მე-6
ტურის მომდევნო მატჩი ,,მგზავრები-არმიასა’’ და ,,ქუთაისს’’ შორის გაიმართება. თამაშის
დაწყებამდე გუნდების მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ფავორიტ გუნდს ვეთამაშებით, თან დიდი დანაკლისით
– ტატო ჩაჩიბაია გვაკლია ტრავმის გამო. თუმცა ჩვენ მზად ვართ ბოლომდე ბრძოლისთვის.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): ქუთაისმა ჩემპიონატი
ფავორიტის სტატუსით დაიწყო და ვეცდებით, შევინარჩუნოთ ეს სახელი. ჩვენგან მაყურებელი
კარგ თამაშს ელის ყოველთვის და ვეცდებით ის თამაში ვაჩვენოთ, რომელიც გვეკადრება.