სტატისტიკა გალერეასუპერლიგის მესამე წრე წარმატებით დაიწყო „მგზავრებმა“.
ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მე-15 ტურში ბათუმი გაანადგურა, დღეს კი „კაკტუსთანაც“
წარმატებას მიაღწია. „მგზავრებმა“ არჩილ ჟღენტის გაწვრთნილ კაკტუსელებს 78:67 მოუგო.
„მგზავრებმა“ მატჩის დასაწყისშივე ცხადყვეს საკუთარი
უპირატესობა. 9:0 – ამ უპირატესობით დაიწყეს მგზავრებმა შეხვედრა და მოპოვებული უპირატესობა
შეხვედრის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ. პირველი პერიოდის შემდეგ ბერიშვილის გუნდი
21:11 იგებდა, დიდ შესვენებაზე კი უპირატესობა 1 ქულით შეუმცირდა.
თანაბარი მესამე პერიოდის შემდეგ ყველაფერი ბოლო მეოთხედში
გადაწყდა. გუნდური თამაშის წყალობით „მგზავრებმა 4-ქულიანი უპირატესობა 11-ამდე გაზარდეს
და მოპოვებული ლიდერობა ბოლომდე წრმატებით შეინარჩუნეს.
საბოლოოდ „მგზავრებმა“ 78:67 იმარჯვეს. 19-19 ქულით
გამარჯვებულთაგან გიორგი ტურძილაძე და კორი ალენი გამოირჩნენ. „კაკტუსში“ 17 ქულა ჰქონდა
ირაკლი ჩლაიძეს, ხოლო ტერიკ ბრიჯმენმა შეხვედრა 10 ქულითა და 19 მოხსნით დაასრულა.
მე-16 ტური დღეს „რუსთავისა“ და „ოლიმპის“ დაპირისპირებით
დასრულდება. შეხვედრა რუსთავში, 18:00 საათზე გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
არჩილ ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი):
„ვთვლი, რომ ეს იყო ჩვენი გუნდის ყველაზე
ცუდი თამაში ამ სეზონში. „მგზავრებს“ ვულოცავ ღირსეულ გამარჯვებას. ჩვენ კი გუნდში
მოგვიწევს გარკვეული ზომების მიღება“.
ბუბა ბერიშვილი
(მგზავრების მთავარი მწვრთნელი):
„პირველ რიგში,
ბიჭებს მინდა მადობა ვუთხრა, ასეთი შრომისთვის. არ მინდა ჩემი თავი შევიქო, ან გუნდი
შევაქო, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტის მიღწევა. არის ეტაპები, რომელსაც ვურევთ
ხოლმე, მაგრამ ყველაფრისთვის დრო გვინდა, ისევე, როგორც დაგვჭირდა ამ ბოლო 2 მატჩის
მოსაგებად და იმედი მაქვს, გამოვასწორებთ იმ ვითარებას, რომელშიც აღმოვჩნდით პივრელი
2 წრის შემდეგ“.