სტატისტიკა გალერეასუპერლიგაში დასარჩნად მებრძოლმა „მგზავრებმა“, რომელმაც
წინა ტურში ლიდერ „დინამოს“ სძლია, დღს კიდევ ერთ პლეი ოფში ადგილდაბევებულ გუნდს მოუგო.
„მგზავრები“ „რუსთავს“ შეხვდნენ და ბოლო პერიოდში გამოჩნილი შედეგიანობის ხარჯზე დიდი
სხვაობით – 91:59 გაიმარჯვეს.
არადა, მატჩი ისეთ ბრძოლაში დაიწყო, ასეთ დასასრულს
ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა. „მგზავრები“ უმეტესად იგებდნენ, მაგრამ მესამე პერიოდის
დასასრულამდე 4-5 ქულაზე მეტით წინ ვერ გავიდნენ. რუსთაველებმა რამდენჯერმე წინ გასვლაც
მოახერხეს, მაგრამ მასპინძლებმა მესამე პერიოდი სათავისო ანგარიშით – 63:54 დაასრულეს
და გარდატეხაც აქ მოხდა. ბოლო პერიოდში „მგზავრებმა“ 28:5 იმარჯვეს და საბოლოოდ მორიგი
გამარჯვება მოიპოვეს, რისი წყალობითაც ბოლო ადგილს თავი დააღწიეს.
გამარჯვებულებს 25 ქულით, 8 მოხსნით და 6 პასით ოთარ
ფხაკაძემ ულიდერა. 22 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა კორი ალენმა, 16 ქულა და 10 მოხსნა
დერნელ ტეილორის ანგარიშზე დაგროვდა. „რუსთავში“ 16 ქულით რევაზ ჩაჩანიძე გამოირჩა,
11 ქულა და 9 მოხსნა მიითალა სერგო ათუაშვილმა.
26-ე ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს „ოლიმპი“ და „სოხუმი“
შეხვდებიან.
მატჩისშემდგომი კომენტარები
თემურ კანკია (მგზავრების მწვრთნელი):
„ჩვენ ფაქტიურად დასაკარგი არაფერი გვაქვს. ყოველ თამაშში
გამოვდივართ ბოლომდე საბრძოლველად. საიმისოდ, რომ მოვიგოთ და წარმატების იმედი გვქონდეს.
ესეთი მონდომება უნდა შევინარჩუნოთ და საწადელს მივაღწევთ“.
რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი):
„დაცვაში ჩვენი მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულის ტოლი იყო. ასეთი თამაშით წინ ვერ წავალთ, მოგვიწევს გუნდში რაღაც ცვლილებების მიღება“