სუპერლიგის ნახევარფინალები დაიწყო. 2-ვე შეხვედრა დღეს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ,,შსს აკადემია” ,,ბათუმს” დაუპირისპირდება, ,,დინამო” კი ,,რუსთავს” მიიღებს.
გაგაცნობთ გუნდების მთავარი მწვრთნელების მიერ გაკეთებულ წინასამატჩო კომენტარებს.
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის” მთავარი მწვრთნელი): ,,სოხუმის” წინააღმდეგ ძალიან სერიოზული ბრძოლა გადავიტანეთ, თუმცა ბრძოლა გრძელდება, ნახევარფინალები დაიწყო. სერიოზული მეტოქე გვყავს, რომელმაც დაამტკიცა, რომ მასთან ხუმრობა არ შეიძლება, დაამარცხა რა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი ,,ქუთაისის” სახით. ჩვენ მოვემზადეთ დღევანდელი თამაშისთვის მაქსიმალურად, როგორც შეიძლებოდა და ვფიქრობ, მზად ვართ იმისთვის, რომ პირველი ნაბიჯი გადავდგათ ფინალისკენ.
დავით უსტიაშვილი(,,ბათუმის” მთავარი მწვრთნელი): საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს, თუმცა ვეცდებით, ბრძოლა გავუმართოთ და კარგი თამაში ვაჩვენოთ. ნახევარფინალია, შანსები ყოველთვის არსებობს და შევეცდებით, გამარჯვებას მივაღწიოთ.