ნიკა ცქიტიშვილი: მაქსიმალურად გადართულები ვართ დაცვაზე

ნიკა ცქიტიშვილი: მაქსიმალურად გადართულები ვართ დაცვაზე

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელგრადში სერბეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ქარველებმა გასულ პარასკევს ქემნიცში, გერმანიასთან დასანანი მარცხით დაიწყეს. მეორე ტურში ქართველები კიდევ უფრო ძლიერ მეტოქეს – ევროპის გასული ჩემპიონატის ფინალისტ სერბეთს შეხვდებიან.

ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზში, სადაც თბილისის დროით 23:00 საათზე დაანონსებული მატჩი გაიმართება, დღეს დილას საართველოს ნაკრებმა ივარჯიშა. ილიას ზუროსმა ნაკრების წევრები ძირითადად კომბინაციებზე ამუშავა. სამწვრთნელო შტაბმა დიდი სამუშაო გასწია მეტოქე გუნდის სკაუტინგის თვალსაზრისით და თეორიულად ქართველები მზად არიან სერბებთან საბრძოლველად. საკითხავი ისაა, რამდენად კარგად შეასრულებენ ჩვენი გუნდის წევრები მწვრთნელების დავალებას.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგზავაზებთ.

დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ კომენტარი გააკეთა ნაკრების ფორვარდმა, ნიკა ცქიტიშვილმა: