ოლ სტარის გამოკითხვა დაიწყო

ოლ სტარის გამოკითხვა დაიწყო

დღეს ჩვენს ვებ-გვერდზე სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის
მატჩის გამოკითხვა დაიწყო. გულშემატკივრებს დღეში ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა, მხარი
დაუჭირონ ოლ სტარში მონაწილე გუნდების საკუთარ ვერსიას.

 „ყველა ვარსკვლავის მატჩში“
გუნდები ერთმანეთს შემდეგი პრინციპით დაუპირისპირდებიან: ,,ლეგიონერები” ,,ადგილობრივების” წინააღმდეგ.

მოგეხსენებათ, ოლ სტარის აქციაში მატჩთან ერთად ჩატენვებისა და სამქულიანი
სროლების კონკურსები გაიმართება. ჩატენვებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, ხოლო სამქულიან
სროლებში ის მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც რეგულარულ ჩემპიონატში შესაბამის
კომპონენტში სტატისტიკური ლიდერები არიან.

გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება ოლ სტარის გუნდების
სასტარტო ხუთეულები, ხოლო თითოეული მხრიდან დარჩენილ 7-7 მოთამაშეს მწვრთნელები შეარჩევენ.
გუნდებს რეგულარული ჩემპიონატის მიხედვით 1-2 ადგილებზე გასული კლუბების მწვრთნელები
უხელმძღვანელებენ: ადგილობრივებს „ოლიმპის“ მწვრთნელი გია კაზანჯიანი, ლეგიონერებს
კი „შსს-აკადემიის“ ბერძენი თავკაცი, გიორგოს კეცელიდისი.

 ოლ სტარის გამოკითხვა დასრულდება 19 აპრილს, შუადღის
12 საათზე, ხოლო ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია 20 აპრილს, ქუთაისში, 15 საათზე დაიწყება.

 ხმის მიცემის პროცედურა შემდეგია: შედიხართ ამ ბმულზე:
http://superleague.ge/ge/allstar/vote/ 

თითოეული გუნდიდან ირჩევთ თქვენთვის სასურველ 2-2 უკანახაზელს,
2-2 ფორვარდს და თითო ცენტრს. სესაბამისად, ირჩევთ ორივე გუნდის თქვენთვის სასურველ
ხუთეულს და ბოლოს ერთიანად აძლევთ ხმას. გამოკითხვაში მონაწილეობა თითო IP მისამართიდან
დღეში ერთხელ შეიძლება.