ოლ სტარის გამოკითხვა დაიწყო

ოლ სტარის გამოკითხვა დაიწყო

29 აპრილს, ქუთაისის სპორტის
სასახლეში გაიმართება სუპერლიგა 2010–11 წლების სეზონის ყველა ვარსკვლავის
მატჩი–აქცია, რომელშიც მონაწილეობას მიმდინარე ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშეები
მიიღებენ მონაწილეობას.

 უშუალოდ ყველა ვარსკვლავის მატჩთან ერთად ჩატარდება
კონკურსები სამქულიან სროლებსა და ფარში ბურთის ეფექტურად გდებებში (ჩატენვებში).
სნაიპერთა კონკურსში მონაწილეობას ის მოთამაშეები მიიღებენ, რომლებიც მიმდინარე
სუპერლიგის გათამაშებაში სამქულიანებს ყველაზე კარგად ესვრიან. რაც შეეხება
ჩატენვებს, აქ მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

ყველა ვარსკვლავის მატჩის ხუთეულების შესარჩევად
ჩატარდება გამოკითხვა. 17–დან 27 აპრილამდე სუპერლიგის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ნებისმიერ
მსურველს შეეძლება მისთვის სასურველი კანდიდატებისთვის ხმის მიცემა. ხმის მიცემის
პროცედურა შემდეგნაირი იქნება: ერთ მხარეს თავს მოიყრიან ის მოთამაშეები, რომელთა
გუნდებიც სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის საბოლოო ცხრილში I, IV, V, VII და X  ადგილებს დაიკავებენ. ხოლო მეორე მხარეს
მოთამაშეები ცხრილში II, III, VI, VII, IX და XI ადგილზე გასული გუნდებიდან. გამოკითხვაში
მონაწილე გულშემატკივარი ირჩევს ხუთ მოთამაშეს ერთი მხრიდან, ხუთსაც მეორედან და
ხმას აძლევს ხუთეულების საკუთარ ვერსიას. ხმის მიმცემმა ოლ სტარის მონაწილე
თითოეული გუნდის ხუთეულისთვის უნდა აირჩიოს 2 უკანახაზელი, 2 ფორვარდი და 1
ცენტრი. ანუ გამოკითხვაში მონაწილე ერთ ჯერზე ერთბაშად 10 მოთამაშეს აძლევს ხმას.

 ხმის მიცემა თითო კომპიუტერიდან დღეში ერთხელ
იქნება შესაძლებელი

 გამოკითხვის შედეგად შეირჩევა ოლ სტარის მონაწილე
გუნდების ხუთეულები. ვინაიდან, თითოეული გუნდის განაცხადში 12 მოთამაშეა, დარჩენილ
7–7 მოთამაშეს მწვრთნელები საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩევენ. ოლ სტარის
მონაწილე გუნდებს რეგულარული ჩემპიონატის მომგები და მეორე ადგილზე გასულ კლუბთა
მწვრთნელები უთავკაცებენ.