სუპერლიგის ყველა
ვარსკვლავის მატჩი-აქცია 20 აპრილს
ქუთაისში, 15 საათზე
გაიმართება. მატჩის
მონაწილეთა შერჩევა
სუპერლიგის ოფიციალურ
ვებ-გვერდზე
(www.superleague.ge) 13 აპრილს, 12:00 საათზე დაიწყო.
ხმის მიცემის
პროცედურა 19 აპრილის
12 საათამდე
გაგრძელდება.
ხმის მიცემის
პროცედურა ამგვარი
იქნება: ერთ
მხარეს თავს ქართველი მოთამაშეები მოიყრიან, ხოლო მეორე მხარეს
უცხოელი კალათბურთელები. გამოკითხვაში მონაწილე
გულშემატკივარი ირჩევს
სასტარტო ხუთეულებს
ორივე მხრიდან
და ხმას
აძლევს ხუთეულების საკუთარ ვერსიას
– 2 უკანახაზელი, 2 ფორვარდი და
1 ცენტრი.
გამოკითხვის შედეგად
შეირჩევა ,,ყველა
ვარსკვლავის მატჩის“
მონაწილე გუნდების
სასტარტო ხუთეულები.
გუნდების დარჩენილ
7–7 მოთამაშეს მწვრთნელები საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩევენ. სუპერლიგის თითოეული
კლუბიდან ოლ
სტარის მატჩში
მონაწილეობა მაქსიმუმ
5 კალათბურთელს შეეძლება.
,,ყველა ვარსკვლავის მატჩთან“ ერთად ჩატარდება
კონკურსები სამქულიან
სროლებსა და
ბურთის ჩატენვებში. სნაიპერთა კონკურსში
მონაწილეობას ის
მოთამაშეები მიიღებენ,
რომლებსაც მიმდინარე
სუპერლიგის გათამაშებაში სამქულიანების ჩაგდების
საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლები აქვთ.
რაც შეეხება
ჩატენვების კონკურსს,
მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
სამქულიანებისა და
ჩატენვების კონკურსების გამარჯვებულებთან ერთად
გამოვლინდება ოლ
სტარის საუკეთესო
მოთამაშე, რომელსაც
საგანგებო ჟიური
დაასახელებს.
ჟურნალისტთა ქუთაისში
გამგზავრბას და
თბილისში დაბრუნებას სუპერლიგის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს.
უკანახაზელები
ფორვარდები
ცენტრები
3-ქულიანები