,,ოლიმპი-მაქაბის” წინასამატჩო პრესკონფერენცია

სუპერლიგის მეორე ტურის შეხვედრებს
დღეს თბილისის სპორტის სასახლე მასპინძლობს. 
ცენტრალურ შეხვედრაში ,,დინამომ’’ ,,სოხუმი’’ 70:63 დაამარცხა. მეორე მატჩი
,,ოლიმპსა’’ და ,,მაკაბს’’ შორის გაიმართება. თამაშის დაწყებამდე კომენტარები გუნდების
მწვრთნელებმა გააკეთეს.

დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი
მწვრთნელი):  წინა ტურში
ორივე დავმარცხდით, თუმცა ,,მაკაბისგან’’ განსხვავებით ჩვენ უშანსოდ წავაგეთ ბათუმთან.
ვფიქობ, დღეს მოგების შანსები მოწინააღმდეგე გუნდს უფრო აქვს, მაგრამ ,,ოლიმპი’’ აუცილებლად
შეეცდება პრესტიჟის აღდგენას.  

ჯამლეტ ხუხაშვილი(,,მაკაბის’’ მთავარი
მწვრთნელი): ჩვენი გუნდის ძირითადი ამოცანა რევაზაშვილების და ფერიაშვილის
გაზრდაა, ანგარიში უფრო მეორეხარისხოვანია. თუმცა თუკი მოგების შანსი მოგვეცა, ამას
ხელიდან არ გავუშვებთ. მართალია ,,ოლიმპს’’ წამყვანი მოთამაშე, რიჩარდ მათიაშვილი აკლია,
თუმცა მათი დამარცხება არაა მარტივი. თითოეული მოთამაშე იბრძოლებს, როგორც ეს წინა
თამაშში იყო. მინდა გავიხსენო ყველაზე მცირეწლოვანი მაიზერ რევაზაშვილის მშვენიერი
თამაში ბოლო წუთებზე, იმედია, ეს დღესაც გამოუვა.   შეხვედრა
აუცილებლად საინტერესო იქნება, ეროვნული ჩემპიონატის თითოეული თამაში გამოირჩევა ამით.