სუპერლიგის
მეხუთე ტური, რომელიც გუშინ ბათუმსა და ქუთაისში
დაიწყო, დღეს თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება. ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ,,ოლიმპი”და ,,ქუთაისი”დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევდა რაც გამართლდა კიდეც: დებიუტანს ,,ოლიმპს” და გასული
წლის ბრინჯაოს მედლის მფლობელ ,,ქუთაისს” შორის დიდი ბრძოლა გაიმართა.
მატჩი
თავდაპირველად მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო,
პირველ პერიოდში ,,ოლიმპი” მეტოქეს 13:1 -ს უგებდა, თუმცა მეორე პერიოდში ქუთაისელები
გააქტიურდნენ და მეტოქეს არათუ დაეწივნენ,
გაასწრეს კიდეც. მიუხედავად ამისა ოლიმპელება შეძლეს მობილიზება და მატჩის პირველი ნახევარი
41:30 მოიგეს.
საინტერესო აღმოჩნდა მატჩის მესამე მეოთხედიც, რომელიც
გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, წინ ხან მასპინძლები იყვნენ, ხანაც ქუთაისელები.
მეოთხე პერიოდში კი დაძაბულობამ პიკს მიაღწია. აღნიშნულ პერიოდში გუნდებს შორის თანაბარი ანგარიში არაერთხელ დაფიქსირდა: პერიოდის
დასაწყისში 50:50, შუაწელში 54:54, ხოლო მატჩის დასრულებამდე 3წუთითა და 28 წამით ადრე
ანგარიშიკვლავ ფრე, 62:62 იყო. დასკვნითი მეოთხედის დასრულებამდე დარჩენილი 3 წუთის
განმავლობაში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, საბოლოოდ კი ქუთაისელებმა იძალეს, მეტოქეს
75:64 აჯობეს და ოლიმპელთა აქამდე წაუგებელი სერია შეწყვიტეს. მოგებულებს
19 ქულით გოგა ცეკვავამ ულიდერა, ხოლო ,,ოლიმპის” შემადგენლობაში საუკეთესო
მიხეილ ბერიშვილი იყო, რომელმაც 18 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
შეგახსენებთ,
რომ თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის მეხუთე ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართება: 16 საათზე ,,დინამო” შინაგან საქმეთა სამინისტრო,
ხოლო 18 საათზე ,,არმია” თსუ-ს დაუპირისპირდება.